საჩხერელები დამარცხდნენ, მაგრამ ღირსება არ დაუკარგავთ - იხილეთ ფოტო გასახდელიდან [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura/

საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აბერდინში ადგილობრივ კლუბთან ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნია. იმერლებს ასეთი ანგარიშით, ამხელა სხვაობით ევროთასებზე არასდროს წაუგიათ, თუმცა პირველ აგვისტოს მათი დღე არ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 0:5 წააგო, ღირსება და სპორტული სული არ დაუკარგავს. ასეთი მდგომარეობაშიც იპოვეს ძალა და ენერგია, რომ გასახდელი დაესუფთავებინათ და სტადიონი ისე დაეტოვებინათ. ნაგავიც კი თავად საჩხერელებმა გადაყარეს. ალბათ, ბევრი გუნდი არ გააკეთებდა ამას, ვერც კი შეძლებდა ამაზე ფიქრს.

Sportall.Ge

სამწუხაროა, რომ საჩხერული გუნდი ევროპა ლიგის
გათამაშებას გამოეთიშა, თუმცა თავს ზევით ძალა არაა.

გუნდმა, რომელმაც თბილისში ვერაფრით გაგვაკვირვა, საკუთარ კედლებში საოცარი ფეხბურთი ითამაშა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.

"ჩიხურა" კი ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება და შემდეგ შეხვედრას 11 აგვისტოს ბათუმის "დინამოსთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
Farerebis gundma dinamoStan tagebis shemdeg datkrialebuli datoves gasaxdeli Tbilishi. Chixuras kargi magaliti augia, kargia ragazas vstavlobt evropelebidan.
Nichieri
20:18 02-08-2019
0
რუსეთმა რა ერედივიზიონიც ჩამოიტოვა კარგად გამოჩნდა ტულის არსენალის ბაქოს ნეფთჩისთან გაპარჩაგებით.დდდ არ მითხრა ახლა სამაგიეროთ ზენიტი და ცსკა ჯობია აიაქსსო.დდ
Shota-ს
19:23 02-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული