როტერდამული კლუბი ევროპა ლიგაზე მესამე ეტაპიდან ერთვება და პირდაპირ თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება, აქედან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე კი ერთი ნაბიჯი რჩება - პლეი-ოფი.
"ფეიენოორდმა" ერედივიზიონის გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, ითამაშა ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში, ევროპა ლიგას კი ამავე ეტაპზე სლოვაკურ "ტრენჩინთან" გამოეთიშა, რომელთანაც 2 მატჩის ჯამში 1:5 დამარცხდა.
მანამდე კი, 2017-18 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, სადაც 6-დან 5
შედარება
როტერდამის "ფეიენოორდში" 29 ფეხბურთელი ირიცხება, რომელთა საერთო ღირებულება 84.33 მილიონი ევროა, მაშინ, როდესაც თბილისის "დინამოს" მოთამაშეთა საერთო ფასი 6.7 მილიონია.
როტერდამის "ფეიენოორდი"
მეკარეები
- ჯასტინ ბილოუ (ჰოლ) 3 მლნ ევრო
- კენეტ ვერმეერი (ჰოლ) 2 მლნ
- ნიკ მარსმენი (ჰოლ) 650 000
- ელბერ ევორა (ჰოლ) 75 000
- ჯერემია სენტ ჯასტი (ჰოლ) 7.5 მლნ
- სვენ ვან ბეეკი (ჰოლ) 3 მლნ
- იან-არი ვან დერ ჰეიდენი (ჰოლ) 2 მლნ
- ერიკ ბოტეგინი (ბრა) 2 მლნ
- ლათშარელ გერტრუდა (ჰოლ) 500 000
- რიგესიანო ჰეპსი (ჰოლ) 4 მლნ
- ტაირელ მალასია (ჰოლ) 3 მლნ
- კალვინ ვერდონკი (ჰოლ) 2 მლნ
- ბარტ ნიუკუპი (ჰოლ) 1.5 მლნ
- რენატო ტაპია (პერუ) 3 მლნ
- ლეროი ფერი (ჰოლ) 6 მლნ
- იასინ აიუბი (მორ) 3.5 მლნ
- ორკუნ კიოკსუ (თურ) 3 მლნ
- ვუტერ ბურგერი (ჰოლ) 1 მლნ
- ჯორდი ვერმანი (ჰოლ) 250 000
- აშრაფ ელ ბუჩატუი (ჰოლ) 100 000
- იენს ტოორნსტრა (ჰოლ) 4 მლნ
- ლაიამ კელი (ირლ) 1 მლნ
- სემ ლარსონი (შვედ) 6 მლნ
- ემილ ჰანსონი (შვედ) 1.25 მლნ
- სტივენ ბერგვისი (ჰოლ) 12 მლნ
- ლუსიანო ნარსინი (ჰოლ) 2.5 მლნ
- ლუის სინისტერა (კოლ) 1 მლნ
- ნიკოლაი იორგენსენი (დან) 7.5 მლნ
- დილან ვენტე (ჰოლ) 1 მლნ.
(ფასები მოცემულია Transfermarkt.de-ს მიხედვით)
როგორც ვხედავთ, ჰოლანდიელთა ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშე სტივენ ბერგვისი თბილისის "დინამოს" მთელ შემადგენლობაზე თითქმის ორჯერ ძვირია.
გასულ სეზონში ის საკუთარ კლუბში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზე გავიდა 12 გოლით, ამ მხრივ საუკეთესო კი ლეგენდარული ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი იყო, რომელმაც საფეხბურთო კარიერა რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.
"ფეიენოორდმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 4 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა მათში ფული არ გადაუხდია.
ყველაზე გამორჩეული ლეროი ფერია, რომელიც კლუბს "სუონსიდან" შეუერთდა. მან გასული სეზონი ჩემპიონშიპში გაატარა, თუმცა მანამდე 5 სეზონი სხვადასხვა პრემიერლიგურ კლუბში ასპარეზობდა.
ასევე "სუონსიდან" მოვიდა მარჯვენა შემტევი ლუსიანო ნარსინი, რომელმაც ფერის მსგავსად, ორი სეზონი ინგლისის მთავარ საფეხბურთო ლიგაში გაატარა, 2018-19 წლებში კი ჩავარდნა ჰქონდა - ჩემპიონშიპში მხოლოდ 2-ჯერ გამოჩნდა.
დანარჩენი ორი - ლაიამ კელი და ნიკ მარსმენი კი, შესაბამისად, "რედინგიდან" და "უტრეხტიდან" შეურთდა კლუბს.
შედარებისთვის უნდა ითქვას, "ფეიენოორდმა" უკანასკნელი 5 სეზონის განმავლობაში მოთამაშეთა გაყიდვით 104.3 მილიონი ევრო მიიღო, თავად კი 51.5 მილიონი დახარჯა.
ფეხბურთელები, ვისაც უნდა ვუფრთხოდეთ
პირველ რიგში, ზემოთ ნახსენები სტივენ ბერგვისი უნდა დავასახელოთ, რომელმაც გასულ სეზონში 12 გოლთან ერთად ამდენივე საგოლე გადაცემაც მიითვალა და ამით საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო.
ერედივიზიონში 8 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოირჩა იენს ტოორნსტრა, შვედ იან ლარსენს კი 6 გოლი და 9 შედეგიანი პასი ჰქონდა.
4 აგვისტოს "ფეიენოორდმა" ჰოლანდიის ერედივიზიონში სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა, საკუთარ მოედანზე როტერდამულ დერბიში "სპარტა" მიიღო და 2:2 ეთამაშა, არადა, 2-ჯერ აგებდა და ქულა 94-ე წუთზე მოიპოვა.
თავი ამ შეხვედრაშიც გამოიჩინეს ბერგვისმა და ლარსენმა, ახალწვეულმა ნარსინმა კი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მწვრთნელი
"ფეიენოორდის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას წარსულში ძალიან ცნობილი მცველი იაპ სტამი იკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს "მილანში", "ლაციოსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.მან სამწვრთნელო კარიერა 2009 წელს "ზვოლეში" დაიწყო, მთავარი მწვრთნელის პოსტი კი 2014 წელს "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდში დაიკავა.
შემდეგ ორი სეზონის განმავლობაში "რედინგს" წვრთნიდა. მისი მეთაურობით კლუბმა ჩემპიონშიპში 98 შეხვედრა გამართა, სადაც 41 მოიგო, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 36-ში კი დამარცხდა.
გასული სეზონის მეორე ნახევარში სტამი "ზვოლეს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. სტატისტიკა ასეთია: 17 მატჩი - 7 მოგება, 3 ფრე, 7 მარცხი.
იაპ სტამი "ფეიენოორდის" მთავარ მწვრთნელად გასულ თვეში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ერთი შეხვედრა გამართა, 4 აგვისტოს საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ "სპარტას" დაუზავდა - 2:2.
წარსული
შეიძლება ითქვას, რომ როტერდამული კლუბი თბილისის "დინამოს" დიდი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალში გასვლამდე "დინამომ" ორი მატჩის ჯამში "ფეიენოორდს" 3:2 სძლია (თბილისში 3:0 დაამარცხა, სტუმრად კი 0:2 დამარცხდა).
გავიხსენოთ 1981 წლის დაპირისპირება - "დინამო" - "ფეიენოორდი" [VIDEO]
1997 წელს თბილისის "დინამოდან" "ფეიენოორდში" 20 წლის გიორგი დემეტრაძე გადავიდა. მან ჰოლანდიაში წელიწად-ნახევარი გაატარა და მოსკოვის "სპარტაკში" გადაბარგდა.
დასკვნა
"ფეიენოორდი" ევროპული გრანდი ნამდვილად არ არის, თუმცა ჰოლანდიაში ეს სახელი აქვს და სრულიად დამსახურებულადაც. რამდენიმე წლის წინ კლუბმა ერედივიზიონი მოიგო. ქვეყნის გამორჩეული ვარსკვლავები (მაგალითად, ნახსენები რობინ ვან პერსი) კარიერის ბოლო წლებს სწორედ ამ კლუბში ატარებენ.
გარდა ამისა, კლუბი დიდ ფულს იღებს ფეხბურთელების გაყიდვით და როგორც ვნახეთ, არც თვითონ იხდის ცოტას.
"ფეიენოორდს" აქვს საშუალება, კლუბში ფეხბურთელები TOP 5 დივიზიონიდან მოიყვანოს, რაც ქართულ რეალობაში ერთადერთხელ მოხდა, მაშინ, როდესაც თბილისის "დინამომ" "ლევანტედან" ჩისკო დაიმატა. ის რამდენიმე წელში ქართული ფეხბურთის ფლაგმანს მწვრთნელის რანგში მოემსახურება.
ამ ბარიერის დაძლევა თბილისელთათვის ურთულესი ამოცანა იქნება, თუმცა ქართული კლუბი აქამდე საკმაოდ მარტივად და ლამაზი ფეხბურთის საშუალებით მოვიდა. გაიტანა 12 გოლი და საკუთარ კარში არცერთი მიუღია. ეს კი იმედიანად განგვაწყობს.
"ფეიენოორდის" ფანები პროგნოზებში ფრთხილობენ - ერთ-ერთმა 1981 წლის მატჩის ბილეთი გამოაქვეყნა
"დინამოსთან" მატჩის წინ "ფეიენოორდმა" "სპარტასთან" ფრეს 95-ე წუთზე მიაღწია [VIDEO]
2) ვინც უყურა ჰილანდიის ჩემპიონატის პირველ ტურს, დამეთანხმება, რომ ფეიენოორდი დიდი ვერაფერი გუნდია. ჩემზე უფრო კარგი შთაბეჭდილება "აბერდინმა" დატოვა.
3)გრანდი ნამდვილად არ არის - მასე ევროპის თასები "ნოტინგემსაც" აქვს მოგებული, მაგრამ რა !?
4) თუ ჩვენებმა ჯიგარი ჩადეს თამაშში და ფსიქოლოგიურად მოემზადნენ, ფავორიტი "დინამო" იქნება!!!