"საბურთალო" ერევანში 19 ფეხბურთელით მიემგზავრება

AutoSharing Option
6 აგვისტოს "საბურთალო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გასვლაზე "არარატ არმენიასთან" ჩაატარებს. თბილისური კლუბის საიტი იტყობინება, რომ გუნდი დღეს, 5 აგვისტოს, გამთენიისას ერევანში 19 ფეხბურთელით მიემგზავრება:

"გუნდთან ერთად არ იმყოფება ვაგნერ გონსალვესი, რომელიც ტრავმას იშუშებს. რაც შეეხება ელვინ ტერას, რომელსაც სავიზო პრობლემები აქვს, სომხეთის ქვეყნიდან მოწვევა ჯერჯერობით არ მიუღია.

“საბურთალო” ერევანში შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი

მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა

ნახევარმცველები: ლევან
კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ლევან ყენია

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე, გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი".

შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აზული რო მოითხოვოს ისე ტერამ იქნებ მერე მაინც მიცენ რამე საბუთი ))
Giorgi
09:50 05-08-2019
0
ათასობით უსაქმურს ურიგებენ ქართულ პასპორტს და ეს ტერა რა გახდა , პატარობიდან საბურთალო ზრდის და გაუკეთონ მოქალაქეობა, ან თუ არა რა აზრი აქვს ასეთ ლეგიონერს რომელიც ვერსად მიჰყავს გუნდს .
მიხაელ
09:39 05-08-2019
0

სიახლეები პოპულარული