ჰოლანდიური გამოცემა: "დინამო" "ფეიენოორდის" სტადიონზე სისხლის დასაღვრელად მზადაა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB/

ჰოლანდიური გამოცემა vi.nl აქვეყნებს სტატიას ერედივიზიონის წარმომადგენელი კლუბების მეტოქეებზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე და თბილისის "დინამოზეც" საუბრობს.

სტატიის სათაურიც ძალიან საინტერესოა - "თბილისის "დინამო" "დე კუიპზე" ("ფეიენოორდის" არენა) სისხლის დასაღვრელად მზად არის". გამოცემა აღნიშნავს, რომ თბილისური კლუბი სრულ მზადყოფნაში იმყოფება "ფეიენოორდის" თამაშის წინ.

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი შესანიშნავ ფორმაშია და "დე კუიპზე" ვიზიტის წინ თავდაჯერება შემატა საკუთარ თავს.

"დინამო" გაცილებით უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე პსვ-ს მოწინააღმდეგე "ჰიოგესუნი". ფელის ვისენტეს გაწვრთნილებმა უკვე გაიარეს ევროპა ლიგის ორი ეტაპი და საკუთარ
ჩემპიონატს 22 ტურის შემდეგ ლიდერობენ. კვირას კი "დინამომ" თანაქალაქელ "ლოკომოტივს" 6:0 მოუგო.

სტატიის ავტორის მიხედვით, "ფეიენოორდმა" განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ნიკა ნინუას. თბილისელთა საყრდენი ნახევარმცველი "ლოკომოტივთან" შეხვედრაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ნინუამ 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. თბილისის "დინამომ" ზედიზედ 8 შეხვედრაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

როტერდამის "ფეიენოორდსა" და თბილისის "დინამოს" შორის პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს როტერდამში გაიმართება. თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

altეროვნული ლიგა. XXII ტური: თბილისის "დინამომ" როი მაკაის 6 უპასუხო გოლი აჩვენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ნინუა ქართველია!და ნუ დავიწყებთ ერთმანეთის ჭამას ისედაც ერთი მუჭა ქართველები.
წარმატებები "დინამოს"და ამ ვაჟკაც ქართველ ფეხბურთელს!!!
ნიკოლოზი
05 აგვისტო 2019 19:31
0
როტერდამში შედეგი ძნელი სათქმელია. თუმცა იმედი დიდია. ვუყურე ფეინოორდის თამაშს სპარტასთან. ფეინოორდს ბევრი სისუსტე აქვს გუნდურ თამაშში ანუ დაცვაშიც. უნდა გამოვიყენოთ. ტემპს ანუ ფიზიკამ თუ იმუშავა შემდეგ ეტაპზე უეჭველად ჩვენ გავალთ. მართლა ფანტაზია არა აქვთ. მანქანაა, რომლის დაშლა გარკვეულ პირობებში ადვილია.
გია
05 აგვისტო 2019 18:22
1
ნინუაც სამტრედიელია და შენგელიაც. მიქელთაძეც, საბა კვირკველიაც, ჯიმი ტაბიძეც და თუ არ ვცდები კოხრეიძეც. სერიოზული შევსება მოდის ამ პატარა რაიონიდან.
ujarji
05 აგვისტო 2019 18:22
1
გასვლაზე ვიგებთ და სახლში უამრავ ქომაგთან ვანადგურებთ.1:2 და 3:0
giorgi
05 აგვისტო 2019 18:04
2
3:0 წააგებენ გასვლაზე. სახლშიც წააგებს დინამო და გავარდება. თუმცა, თამაშით რაღაც დონეზე ითამაშებენ. მომენტებიც ექნებათ. ჩიხურასავით და ტორპედოსათვის საცოდავები არ იქნებიან.
05 აგვისტო 2019 17:47
48
რა გჭირს???
გიორგი
05 აგვისტო 2019 22:45
0
ნინუა სამტრედიიდანაა!
gigo
05 აგვისტო 2019 17:19
1
საინტერესოა რა დონეზე ვართ.
ddgfdf
05 აგვისტო 2019 16:27
0
ნინუა, მორთიაშო ჩვენს გუნდში ჯიმა
იაპ სტამი
05 აგვისტო 2019 16:11
19
მარგალეფი.ნინუ,გენაცვალე და წარმატებები მეგრელო კაცო
ბაჩო
05 აგვისტო 2019 15:48
25
ნინუას მეც მივაქციე ყურადღება. ბრწყინვალე "ჰოლანდიური" პასები აქვს.
ჰაჰა
05 აგვისტო 2019 14:45
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული