ჰოლანდიური გამოცემა: "დინამო" "ფეიენოორდის" სტადიონზე სისხლის დასაღვრელად მზადაა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB/

ჰოლანდიური გამოცემა vi.nl აქვეყნებს სტატიას ერედივიზიონის წარმომადგენელი კლუბების მეტოქეებზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე და თბილისის "დინამოზეც" საუბრობს.

სტატიის სათაურიც ძალიან საინტერესოა - "თბილისის "დინამო" "დე კუიპზე" ("ფეიენოორდის" არენა) სისხლის დასაღვრელად მზად არის". გამოცემა აღნიშნავს, რომ თბილისური კლუბი სრულ მზადყოფნაში იმყოფება "ფეიენოორდის" თამაშის წინ.

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი შესანიშნავ ფორმაშია და "დე კუიპზე" ვიზიტის წინ თავდაჯერება შემატა საკუთარ თავს.

"დინამო" გაცილებით უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე პსვ-ს მოწინააღმდეგე "ჰიოგესუნი". ფელის ვისენტეს გაწვრთნილებმა უკვე გაიარეს ევროპა ლიგის ორი ეტაპი და საკუთარ
ჩემპიონატს 22 ტურის შემდეგ ლიდერობენ. კვირას კი "დინამომ" თანაქალაქელ "ლოკომოტივს" 6:0 მოუგო.

სტატიის ავტორის მიხედვით, "ფეიენოორდმა" განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ნიკა ნინუას. თბილისელთა საყრდენი ნახევარმცველი "ლოკომოტივთან" შეხვედრაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ნინუამ 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. თბილისის "დინამომ" ზედიზედ 8 შეხვედრაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

როტერდამის "ფეიენოორდსა" და თბილისის "დინამოს" შორის პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს როტერდამში გაიმართება. თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

altეროვნული ლიგა. XXII ტური: თბილისის "დინამომ" როი მაკაის 6 უპასუხო გოლი აჩვენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ნინუა ქართველია!და ნუ დავიწყებთ ერთმანეთის ჭამას ისედაც ერთი მუჭა ქართველები.
წარმატებები "დინამოს"და ამ ვაჟკაც ქართველ ფეხბურთელს!!!
ნიკოლოზი
19:31 05-08-2019
0
გასვლაზე ვიგებთ და სახლში უამრავ ქომაგთან ვანადგურებთ.1:2 და 3:0
giorgi
18:04 05-08-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული