გიორგი ჭიაბრიშვილი: ახლა უფრო ძლიერი მეტოქე გვყავს, ვიდრე შესაძლოა მომავალში გვყავდეს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "არარატ-არმენიასთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- თუ მოასწარით მოწინააღმდეგის შესწავლა და რა იქნება ხვალინდელ მატჩში "საბურთალოს" უპირატესობა?
- მეტოქის რამდენიმე ვიდეო ვნახეთ. კარგი გუნდია, რომელიც გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. "არარატ-არმენიაში" სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ. ჰყავთ გამოცდილი და კვალიფიციური მთავარი მწვრთნელი. ისინი ცდილობენ ფეხბურთის თამაშს.

- ვაგნერ გონსალვესის ტრავმა რამდენად სერიოზულია?
- სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ ვაგნერი განმეორებით თამაშში იყოს. ახლა გადაჭრით არაფრის
თქმა არ შემიძლია. დანარჩენი ფეხბურთელები 100 პროცენტით მზად არიან სათამაშოდ.

- "საბურთალო" ევროტურნირებზეც თამაშობს და ეროვნულ ჩემპიონატშიც. ეს კარგია?
- ვფიქრობ, ეს ფაქტორი გარკვეული უპირატესობაა, რადგან ჩემი ფეხბურთელები შეთამაშებულები არიან.

- რა მოლოდინი გაქვთ ხვალინდელ მატჩზე?
- ისევე, როგორც ყოველთვის, ხვალაც გამარჯვების იმედი მაქვს. ახლა მთავარია, დავძლიოთ მესამე ეტაპი და გადავიდეთ დასკვნით მატჩებზე.

- ლაშა შინდაგორიძე ბელორუსში წავიდა სათამაშოდ. გყავთ მისი შემცვლელი?
- უმჯობესი იქნებოდა, ლაშა ევროტურნირების დასრულებამდე დარჩენილიყო გუნდში, თუმცა ეს მისი არჩევანი იყო. ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებულნი და რა თქმა უნდა, გვყავს მისი შემცვლელი.

- ზაგრების "დინამოსთან" პირველად ითამაშეთ 3-5-2 განლაგებით. მომავალშიც აპირებთ ამ ტაქტიკით თამაშს?
- რამდენიმე დღის წინ "დინამოსთან" პირველად ვითამაშეთ ხსენებული განლაგებით. კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოქნილი გუნდი გვყავს. რაც შეეხება მომავალში თამაშს, იქიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, თუ ვის ვეთამაშებით და რა შემადგენლობა გვყავს. "საბურთალოს" შეუძლია სხვადასხვა ტაქტიკით თამაში.

- საიდუმლო არ არის, რომ საქართველოდან გულშემატკივრები მოემგზავრებიან. რა რაოდენობის ქომაგს ელოდებით?
- ჩემი მოვალეობა არ არის ვიცოდე, რა რაოდენობის გულშემატკივრები იქნებიან, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ მსურველი ერევანში ჩამოსვლის ბევრია. მეზობელი ქვეყნები ვართ და არ არის გასაკვირი, რომ სურს ხალხს ერევანში ჩამოსვლა. ვნახოთ, დაველოდოთ ხვალინდელ მატჩს.

- შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ვის ისურვებდით მეტოქედ პლეი-ოფის მატჩებში?
- ახლა მთელი ჩემი ფიქრები ხვალინდელ მატჩზეა. პლეი-ოფში სავარაუდო მეტოქეებზე ინფორმაციის მიღება ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში ვიცი, ვისაც შეიძლება შევხვდეთ. როგორც უნდა მორჩეს ხვალინდელი მატჩი, ყველაფერი 14 აგვისტოს თბილისში გადაწყდება.

- ევროპა ლიგის დღევანდელმა კენჭისყრამ "საბურთალოს" ისტორიული შანსი მისცა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის. მსგავსი შესაძლებლობა შესაძლოა კარგა ხანს არ იყოს. ის, რომ "საბურთალო" ახლოსაა ჯგუფურ ეტაპამდე, ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა?
- ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერი მეტოქე გვყავს, ვიდრე შესაძლოა მომავალში გვყავდეს. არ მიყვარს წინასწარ საუბარი და პროგნოზების გაკეთება, თუმცა იმ მეტოქეებიდან, ვინც შესაძლოა შეგვხვედროდა, საუკეთესო წყვილი გვერგო. ფეხბურთელებისთვის, რა თქმა უნდა, მოტივაციაა, მაგრამ მეორე მხრივ, მძიმე ტვირთიც. ესა თუ ის ბარიერი აუცილებლად გადასალახავი რომ არის - თავისებური წნეხია. "არარატ-არმენიას" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ, შემდეგი ეტაპიც გავიაროთ.

- ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ორი გასვლითი მატჩი გამართეთ. ხვალ მესამე იქნება. სასურველი შედეგი რა შეიძლება იყოს?
- კარგი იქნება, თუ კარს მშრალად შევინახავთ და გოლს გავიტანთ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კარგი შანსი გვექნება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

"არარატ არმენიასა" და "საბურთალოს" მატჩი 6 აგვისტოს, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

fcsaburtalo.ge

altთბილისის "საბურთალო" ერევანში ჩავიდა

altუდიდესი შანსი - ცნობილი გახდა "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

altხალხნო ჯან, წავიდეთ "საბურთალოსთან" ისტორიულ მატჩზე! - მოუწოდებენ გულშემატკივრები ერთმანეთს

მკითხველის კომენტარები / 11 /
სომხები სუსტები არიან, ჩვენები მაგრები, მაგრამ ბურთი მრგვალია ტოო! კვადრატნი რომ ყოგილიყო, აუცილებლად მოვიგებდით!!!
კ ო მ ბ ლ ე
07 აგვისტო 2019 06:50
0
თემო გეთანხმები, ქართულის დიდ უცოდინრობას ამჟღავნებენ ეს ვითომ ჟურნალისტები და მათ შორის ეს ბაჩო პირველია.
გელა
06 აგვისტო 2019 15:24
1
ტელევიზიით გადმოიცემა ეს თამაში?
გუგა
06 აგვისტო 2019 10:53
0
ავტორის საყურადღებოდ: არ არის სწორი ""საბურთალო" ახლოსაა ჯგუფურ ეტაპამდე". ახლოს არიან -თან და არა -მდე. ნუ ამახინჯებთ მშობლიურ ენას.
თემო
06 აგვისტო 2019 09:45
1
...ანუ "საბურთალო" ახლოსაა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდეო.გამოდიხართ აქ ინტრიგნობთ!
გიოშა
06 აგვისტო 2019 11:26
1
...ანუ "საბურალო" ახლოსაა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდეო.გამოდიხართ აქ ინტრიგნობთ!
გიოშა
06 აგვისტო 2019 11:23
2
ყველა გამოხმაურება
შერიფზე სუსტი გუნდია და ამას თუ ვერ მოუგებთ მაშვინ არც ჯგუფურის ღირსი არახარ გუნდი ეგ ხო ფაქტია.
zaza
06 აგვისტო 2019 08:42
1
"არარატ"არმენიამ შინ შვედეთის ჩემპიონს მოუგო! ეს იმაზე მეტყველებს,რომ საბურთალოს ერევანში ძალიან გაუჭირდება.ჩვენი მეზობლები საშინაო თამაშებს დიდი ბრძოლით და მონდომებით ატარებენ! ღმერთმაც ქნას და ვცდებოდე! 09.07.2019 Ararat-Armenia (Arm) 2-1 AIK (Swe)
გიოშა
06 აგვისტო 2019 11:04
1
წელს ჯგუფურს დადებენ)))
Tbiliseli
06 აგვისტო 2019 00:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული