ხალხნოჯან, წავიდეთ "საბურთალოსთან" ისტორიულ მატჩზე! - მოუწოდებენ გულშემატკივრები ერთმანეთს

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "არარატ არმენია" "საბურთალოს" უმასპინძლებს და სომხური კლუბის "ფეისბუქის" გვერდი იტყობინება, რომ 15:30 საათის მონაცემებით, გასაყიდი 9 100 ბილეთი დარჩა. ცნობისათვის, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე 14 392 მაყურებელი ეტევა.

გულშემტკივრები კომენტარებში წერენ, რომ ძირითადად, არენის ცენტრალურ ტრიბუნაზე გაიყიდა ბილეთები და ერთმანეთს სტადიონზე მისვლისა და "არარატ არმენიას" მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.

"ხალხნოჯან, გთხოვთ იყიდეთ ბილეთი ამ ისტორიულ მატჩზე", - წერს ნარეკ მანგუშიანი და მას სხვებიც უბამენ მხარს. ისინი მიიჩნევენ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის ურიგო შანსი არა
აქვთ.

"შეიძინეთ ბილეთები, იჩქარეთ, გელით", - მოუწოდებს კლუბი ქომაგებს.

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ შეხვედრაზე, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, შეიძლება ანშლაგი არ იყოს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინც იყვნენ სომხები სტადიონზე რა ხეირი ნახეს?
nika
23:29 06-08-2019
0
აა, ესეიგი იქით დინამო- ფეინოორდია და აქეთ ესენი ეძახიან “ისტორიულ მატჩსო”? საბურთალო - არმენიაა ისტორიული მატჩი??
მკითხველი
04:34 06-08-2019
1

სიახლეები პოპულარული