"არარატ-არმენიას" ფეხბურთელი: "საბურთალო" კარგი გუნდია, მაგრამ...

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/araratarmeniafc/

"არარატ-არმენიას" მცველმა გეორგი პაშოვმა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ "საბურთალოს" წინააღმდეგ მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

"ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე საქართველოს ჩემპიონი და კარგი გუნდია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა ჩვენი მოწინააღმდეგე, "არარატ-არმენია" საკუთარ თამაშზე არის კონცენტრირებული.

მე გავსებულ ტრიბუნებს ველოდები, რადგან გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. გუნდს ევროპა ლიგაზე მოხვედრის ძალიან კარგი შანსი აქვს და მიმაჩნია, რომ სომხური ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა უნდა დაგვიჭიროს მხარი, როგორც ჩვენ, ისე "პიუნიკს" - განაცხადა ბულგარელმა მცველმა.

"არარატ-არმენიასა" და "საბურთალოს" შორის
შეხვედრა დღეს, 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ერევნის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.

Sportall.ge შეეცდება, მატჩის სთრიმი შემოგთავაზოთ.

altარარატ-არმენია VS საბურთალო - უცნობი მეტოქის და ნაცნობი მსაჯის წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს თუ ბულგარელია მაშინ მე კაბო-ვერდეელი ვარ
ბათუმის ფანი
18:10 06-08-2019
0

სიახლეები პოპულარული