6 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "საბურთალომ" "არარატ არმენიასთან" 0:1 წააგო.
მეზობლებთან ევროტურნირებზე თამაში და მით უმეტეს, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ასეთი ჩინებული შანსი არსებობს, ბუნებრივია, გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრებულ შეხვედრაში დაყენებული სასტარტო შემადგენლობა ლამის სანახევროდ შეცვალა და ძირითადში სამი თავდამსხმელი დააყენა.
მიუხედავად იმისა, რომ "არარატ არმენია" გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა, 14 392-იანი სტადიონი სანახევროდაც არ შეივსო.
სტუმრებმა თამაში პირველ ნომრად დაიწყეს, მასპინძლები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და მე-16 წუთზე ანგარიშის გახსნასთან
ახლოს იყვნენ, როდესაც აქტიური ნარსინგი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ჩვენს საჯარიმოში, კობიალკოს უპასა და მის მიერ სამიოდ მეტრიდან დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მალიმ გამოიტანა.
შემდეგ უპირატესობას სომხური გუნდი დაეუფლა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა კობიალკომ ნარსინგის წამოწყებული კომბინაცია გოლით დაასრულა. ცოტა ხანში მალისონს ანგარიშის გაზრდა მიგინეიშვილმა არ დაანება.
"საბურთალო" იშვიათი და უხიფათო იერიშებით პასუხობდა და ერთადერთი სახიფათო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს შექმნა, როდესაც მახვილი კუთხიდან მალის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
არარატ არმენია - საბურთალო
გოლები: 1:0 კობიალკო (31)
არარატ არმენია: ჩუპიჩი, აჩენტე, გუზი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი, ალფონსი, მალისონი, ავეტისიანი, ნარსინგი, კობიალკო
საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, ტერა, დიასამიძე, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, როლოვიჩი, გაბედავა