"საბურთალომ" "არარატ-არმენიას" თამაში შემოუტრიალა და გაიმარჯვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვლიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალომ" გასვლაზე "არარატ-არმენიას" 2:1 მოუგო.

მეზობლებთან ევროტურნირებზე თამაში და მით უმეტეს, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ასეთი ჩინებული შანსი არსებობს, ბუნებრივია, გულშემატკივრთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრებულ შეხვედრაში დაყენებული სასტარტო შემადგენლობა ლამის სანახევროდ შეცვალა და ძირითადში სამი თავდამსხმელი დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ "არარატ არმენია" გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა, 14 392-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და მაყურებლები თავიანთ გუნდს აქტიურად ქომაგობდნენ.

სტუმრებმა თამაში პირველ ნომრად დაიწყეს, მასპინძლები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და მე-16
წუთზე ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყვნენ, როდესაც აქტიური ნარსინგი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ჩვენს საჯარიმოში, კობიალკოს უპასა და მის მიერ სამიოდ მეტრიდან დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მალიმ გამოიტანა.

შემდეგ უპირატესობას სომხური გუნდი დაეუფლა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა კობიალკომ ნარსინგის წამოწყებული კომბინაცია გოლით დაასრულა. ცოტა ხანში მალისონს ანგარიშის გაზრდა მიგინეიშვილმა არ დაანება.

"საბურთალო" იშვიათი და უხიფათო იერიშებით პასუხობდა და ერთადერთი სახიფათო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს შექმნა, როდესაც მახვილი კუთხიდან მალის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოს წინ კობიალკო სწრაფი შეტევისას რეხვიაშვილმა წააქცია, საჯარიმო დაზარალებულმა შეასრულა და ისევ მიგინეიშვილი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

საქართველოს ჩემპიონი, აქედან მოყოლებული, ინიციატივას დაეუფლა, თამაში დაალაგა და როლოვიჩის თავით დარტყმული ბურთი კარიდან მოწინააღმდეგის მცველმა გამოიტანა. მერე კი დიასამიძემ გაბედავას ჩინებული გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან თავით ბურთი მიზანს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა ალთუნაშვილმა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან მალის წამოწყებული კომბინაცია გოლით დააგვირგვინა, ხოლო  შეცვლაზე შესულმა ყენიამ 76-ე წუთზე მეორედ დალაშქრა ჩუპიჩის კარი.

კიდევ ჰქონდა "საბურთალოს" მომენტი - ზეაქტიური მალის დარტყმული ბურთი მეკარემ უკუაგდო, დამატებაზე კი გაბედავას არ გაატანინეს მესამე გოლი.

დარჩენილ დროში ჩვენმა გუნდმა მოახერხა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ერთობ დაძაბულ მატჩში გაიმარჯვა.

"საბურთალოსა" და "არარატ არმენიას" საპასუხო შეხვედრა 14 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
არარატ-არმენია - საბურთალო 1:2
გოლები: 1:0 კობიალკო (31), 1:1 ალთუნაშვილი (72), 1:2 ყენია (76)

არარატ არმენია: ჩუპიჩი, აჩენტე, გუზი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 57), ალფონსი, მალისონი, ავეტისიანი (სანოგო 78), ნარსინგი, კობიალკო (ოგანა 71)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, ტერა (ყენია 71), დიასამიძე, ალთუნაშვილი, კოხრეიძე (ცნობილაძე 84), როლოვიჩი (მარგველაშვილი 57), გაბედავა

altლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]

alt"არარატ-არმენიას" ფეხბურთელი: მეორე ტაიმში ალოგიკური გოლები გავიდა

მკითხველის კომენტარები / 46 /
გიორგი კოხრეიძეს უთხრას ვინმემ,ნუ აკეთებს ასეთ რამეს.დინამო ზაგრებთანაც და ამ თამაშის დროსაც ყვითელი ბარათი მიიღო ერთი და იგივე რამეზე-განზრახ სახეში ხელის ჩარტყმაზე.
გიოშა
13:28 07-08-2019
0
თუ ვერ შევიდნენ ჯგუფში ისევ თავის თავს უნდა დააბრალონ, ობიექტურად სომხებს სახლშიც უნდა მოუგოთ და დუდელანჟის და ესტონელებს შორის გამარჯვებულსაც უნდა გავცდეთ (ეს დუდელანჯი თან შარშანდელზე გაცილებით სუსტია). სასურველია დაიმატონ მეტ-ნაკლებად გამოცდილი ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში სუსტ გუნდებში თამაშობენ მაგალითად ამათგან რამოდენიმე: ირაკლი მაისურაძე, ბაჩანა არაბული, გუგა ფალავანდიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, სანდრო კობახიძე, ლაშა თოთაძე, გიორგი გველესიანი, გიორგი არაბიძე.
გიონატ
12:02 07-08-2019
0

სიახლეები პოპულარული