ვარდან მინასიანი: მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა, თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "საბურთალომ" ერევანში 2:1 სძლია "არარატ არმენიას".

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა წაგება შემდეგნაირად ახსნა:

"რაც დავგეგმეთ, პირველ ტაიმში შევასრულეთ. არ მახსოვს, რომ მეორე ტაიმში ცუდად გვეთამაშოს.

დღეს შესვენების შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს ფიზიკური დაღლა დაეტყოთ. ზაფხულში 5 ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ ადაპტაცია სჭირდებათ.

მეორე ტაიმში პრობლემებს ველოდი. მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა. თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით", - ციტირებს მინასიანს armsport-ი.



მკითხველის კომენტარები / 26 /
მოდით ხალხო გავავსოთ მესხის სტადიონი, გვერდში დავუდგეთ საბურთალოს, მაგრად ვუბალეშიკოთ, გაკვირვებული კი არა გაოცებული დავტოვოთ არარატი.
x.x
07 აგვისტო 2019 12:51
0
ვააა, ვიდიიშ? ეთოთ არმიან, ქაქოი ხაროში არმიან დაა! ფერვი მესტო ზანიმაეთ ვ მირე, პოსლე შახმათისთოვ იშხანა ი კარენნა ბაგდასარიანნა!
კ ო მ ბ ლ ე
07 აგვისტო 2019 07:06
1
ვარდანჩიკ, არ გინდა ეგეთი ბაზარი მოსაგებად ჩავალთო, მოგება არა იხვის ტოლმა არ გინდა?
უყურე შენ ამას?
07 აგვისტო 2019 11:01
0
მიუხედავად გამარჯვებისა მიუხედავად ამ წარმატებისა მაინც უნდა ვთქვა რომ ის რაც ხდებოდა მინდორზე არის სირცხვილი.... რა უბედურებაა ამდენი სიმულაცია? ვითომ ტრავმა? ოდნავ შეხება და მიწაზე გორავთ სამარხვინოდ... ვიღაცამ უნდა აუკრძალოს ესეთი საქციელი, რაგბისტებისაგან აიღეთ მაგალითი, ქართული ვაჟკაცობა სად არის თქვენი, კაცურად წააგე არავინ იტყვის ცუდს მაგრამ ის რაც ერევანში აკეთეს სირცხვილია. სომხებსაც გაუკვირდათ წარმოგიდგენიათ? აეთი საქციელი ხალხზე გადააქვთ და ამბობენ რომ ქართველები ასეთი და ისეთი არიანო და ასე შემდეგ.ჩვენ ვაფასებთ გვიხარია თქვენს გვერდით ვართ საბურთალო მაგრამ ნუ შეგვარცხვენთ აფერისტობით..... გუნდს წარმატებები.....
giorgi 777
08 აგვისტო 2019 11:43
1
ამას ლაპარაკი არ სჭირდება, უბრალოდ თბილისში კარგად უნდა ამოიცვან, იმედია ჩვენებს საამისო ჯიგარი ექნებათ!
პეტრე
07 აგვისტო 2019 12:47
0
საბურთალო იქ მოსაგებად ჩავიდა და არა ვინმეს გასაკვირვებლად და ხუთიანზე შეასრულა ამოცანა. (სიმულაციის შემთხვევებს თავი რომ დავანებოთ; ისე ხელოვნურად გამოსდიოდათ ჩვენებს რომ ძალიან ცხადი გახდა რომ ეგ ჩვენი საქმე არ არის და უნდა მოვეშვათ შემდეგ თამაშებში).
გიორგი
07 აგვისტო 2019 12:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული