10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "არარატ-არმენიასთან" მატჩში

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "საბურთალომ" ერევნის "არარატ-არმენია" 2:1 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

Sportall.ge გთავაზობთ "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

ომარ მიგინეიშვილი - 6.5 - თბილისელთა კარის გამოცდილი დარაჯი გასულ შეხვედრაში დამაჯერებელი იყო. გოლი, რომელიც მის კარში გავიდა, მისი დანაშაული ნამდვილად არ ყოფილა. რამდენჯერმე კარგად იმოქმედა და ერთ-ერთ მომენტში, როდესაც სომხები საჯარიმო დარტყმას ასრულებდნენ, გუნდი გოლს გადაარჩინა.

გიორგი რეხვიაშვილი - 6.0 - "საბურთალოს" მცველი ამ მატჩშიც დამაჯერებლად ასპარეზობდა,
მეტოქის შეტევა არაერთხელ ჩაშალა და რამდენჯერმე ბურთსაც გადაეფარა, თუმცა გოლის მომენტში კობიალკო სწორედ მან "დაკარგა".

ლევან კაკუბავა - 6.5 - კაკუბავას რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. "არარატ-არმენიას" წინააღმდეგ ის დაცვის ცენტრში გაგი მარგველაშვილის მაგივრად იდგა და გამოცდილება კარგად გამოადგა. მას ხშირად ამოჰქონდა ბურთი დაცვიდან შეტევაში და მეტოქეთა მოტყუებასაც არ ერიდებოდა.

ლუკა ლაკვეხელიანი - 7.0 - "საბურთალოს" ახალგაზრდა  მარცხენა მცველი შეტევაში აქტიურობდა, ცდილობდა. ლევან ყენიას საგოლე გადაცემა სწორედ ლაკვეხელიანმა გაუკეთა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყენიამ ის გოლი თავად შექმნა.

ნიკა მალი - 7.0 - 20 წლის მარჯვენა მცველი, ალბათ, მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ შეგვიძლია დავასახელოთ, მიუხედავად იმისა, რომ გაშვებულ გოლში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ისაა გიორგი რეხვიაშვილთან ერთად. მართალია, მას სტატისტიკაში არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ ჩაეწერება, თუმცა პირველი გოლი, უმეტესწილად, მისი დამსახურებაა. სწორედ მალის ჩაწოდებულ ბურთს მოჰყვა არეულობა მეტოქის საჯარიმოში და ალთუნაშვილის გოლი. გარდა ამ მომენტისა, ნიკამ მთელი შეხვედრა შეტევაში გაატარა. ის მარტივად ატყუებდა მეტოქის მოთამაშეებს და ხიფათს ქმნიდა.

სანდრო ალთუნაშვილი - 7.0 - კარგი მატჩი ჰქონდა "საბურთალოს" ნახევარმცველს. პირველ ტაიმში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა მეორე ტაიმში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

გეგა დიასამიძე
- 6.5 - გუშინდელ შეხვედრაში "საბურთალოს" კაპიტანი მშვენივრად ასპარეზობდა. პირველ ტაიმში ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, რომელიც თავად შექმნა, თუმცა მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ბურთი ნორმალურად ვერ დაიმორჩილა და საჯარიმოს კუთხისკენ წავიდა, სადაც საბოლოოდ ბურთიც დაკარგა და სიმულაციისთვისაც გააფრთხილეს. მეორე ტაიმში გიორგი გაბედავას ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა, რომელიც პარტნიორმა ვერ გამოიყენა.

ელვინ ტერა - 7.0 - "საბურთალოს" კენიელ ლეგიონერს სავიზო პრობლემები ჰქონდა და გუნდს მხოლოდ მატჩის დღეს შეუერთდა. მიუხედავად ამისა, მან შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, აქტიური იყო.  მართალია შეტევაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, თუმცა დაცვითი ფუნქციები ძალიან კარგად შეასრულა.

გიორგი კოხრეიძე - 7.0 - ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი მატჩის სტარტზე საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა მეორე ტაიმში პრაქტიკულად ბურთი არ ჰქონია, მაგრამ, როცა მიიღო, ნიკოლოზ მალი შესანიშნავ პოზიციაზე გაიყვანა, რასაც "არარატ-არმენიას" კარში გატანილი გოლი მოჰყვა. პირველივე წუთზე უხეშობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ის ბოლო 4 შეხვედრაში 4-ჯერ გააფრთხილეს.

გიორგი გაბედავა - 6.0 - "საბურთალოს" შემტევი აქტიური იყო, თუმცა ერთადერთი რეალური შანსი მიეცა, როდესაც გეგა დიასამიძემ მაღალი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გაბედავას თავური მეტოქის კარს გადასცდა. "საბურთალოს" თავდამსხმელს უკეთ თამაში მართებდა.

ოგნიენ როლოვიჩი - 5.5 - წინა მატჩებისგან განსხვავებით, "საბურთალოს" ლეგიონერს განსაკუთრებული მომენტი არ შექმნია, არც დიდად აქტიური ყოფილა და ის მეორე ტაიმში შეცვალეს კიდეც.

გაგი მარგველაშვილი - 6.0 - "საბურთალოს" კაპიტანი მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო და თამაში შეცდომით დაიწყო, ბურთი ამოტანის მცდელობის დროს დაკარგა და მეტოქეს კონტრიერიშის დაწყების შანსი მისცა.

ლევან ყენია - 7.0 - "საბურთალოს" ახალწვეულმა "არარატ-არმენიას" კარში ძალიან ლამაზი გოლი, ფაქტობრივად, მარტომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ყენიასთვის ეს ევროტურნირებზე გატანილი პირველი გოლია. გარდა გატანისა, "საბურთალოს" პირველი გოლის დროს ძალიან კარგად იმოქმედა (ძნელი გასარკვევია, იყო თუ არა შეხება, თუმცა, თუ ყენია ბურთს შეეხო, მაშინ საგოლე გადაცემაც მის ანგარიშზეა).

დაჩი ცნობილაძე - შეფასების გარეშე

გიორგი ჭიაბრიშვილი - 8.0 - "არარატ-არმენიასთან" მატჩი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარმა მწვრთნელმა მოიგო. ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება, როდესაც ცენტრფორვარდი ოგნიენ როლოვიჩის ნაცვლად მოედანზე ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი გამოვიდა, საბოლოოდ მატჩის ბედის განმსაზღვრელი გამოდგა. სამი ცენტრალური მცველის წყალობით, ფლანგის მცველებს - მალისა და ლაკვეხელიანს საშუალება მიეცათ, შეტევაში უფრო ღრმად ასულიყვნენ. ამან არათუ შეასუსტა შეტევითი პოტენციალი, არამედ პირიქით, "საბურთალო" უფრო დიდი ძალით წავიდა წინ, რასაც ორი გოლი და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოჰყვა საპასუხო შეხვედრამდე.

altლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]

alt"არარატ-არმენიას" ფეხბურთელი: მეორე ტაიმში ალოგიკური გოლები გავიდა

altვარდან მინასიანი: მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა, თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით

altგიორგი ჭიაბრიშვილი: როდესაც გუნდი სახიფათო კონტრშეტევაზეა და მეტოქე წაქცეულია, თამაში არ ჩერდება

alt"საბურთალომ" "არარატ-არმენიას" თამაში შემოუტრიალა და გაიმარჯვა! [VIDEO]

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
დიასამიძეს ზედმეტად მაღალი შეფასება აქვს არ ეკუთვნოდა როგორც გუნდის კაპიტანი გუნდში ყველაზე ზუსტი რგოლი იყო ზაგრებთანაც და არც არარატთან გამოუჩენია თავი მის ძალიან უპასუხისმგებლო მოთამაშეა ბურთს კარგავს და არც კი მისდევს უკან
Night
16:53 07-08-2019
1
ულოცავ საბურთალოს გამარჯვებას!! თუმცა თამაშით იმედგაცრუებული ვართ ყველა თითქმის, უფრო სერიოზულ მეტოქესთან დაისჯებიან მწარედ, მემგონი მწვრთნელმა თაქტიკა ვერ შეარჩია სწორად, ფეხბურთელები უმიზნოდ და უსისტემოდ დარბოდნენ პირველ ტაიმში, კოხრეიძე უდაოდ ნიჭიერია მაგრამ რამდენჯერმე უაზროდ დაკარგა ბურთი შერიფთან მაგის Nაჩვენები ფეხბურთი ერთი სიამოვნება იყო, რა დაემართა ამ ბიჭს?? ქებამ აწყინა?? ან ეს ხელების შლა რა უბედურებაა თითქმის ყველასგან, მოკლედ ბევრია დასახვეწი ძაან, დისციპლინა პირველ რიგში, კოლექტიური ართმევა და შედეგიც მოვა, ჯგუფურ ეტაპთან ძაან ახლოა გუნდი მოინდომეთ ბიჭებო!!!
iponi
15:08 07-08-2019
0

სიახლეები პოპულარული