"რომას" მცველი რიკ კარდსდორფი ახლო მომავალში "ფეიენოორდში" იჯარის წესით გადავა.
24 წლის ჰოლანდიელი როტერდამულ კლუბში 2014-17 წლებში გამოდიოდა. ფეხბურთელი უკვე ჰოლანდიაშია და იჯარის საბოლოო დეტალებს განიხილავს.
გასულ სეზონში კარსდორფმა სერია A-ში 11 მატჩი გამართა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ "ფეიენოორდი" 8 აგვისტოს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.
დინამოელები როტერდამში 6 აგვისტოს ჩაფრინდნენ და მატჩისთვის ემზადებიან.