"ფეიენოორდმა" თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინ ორი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"ფეიენოორდმა" ევროპა ლიგაზე თბილისის "დინამოსთან" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ ორი ფეხბურთელი დაიმატა.

როტერდამულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით დაბრუნდა 24 წლის მცველი რიკ კარსდორპი. ის "რომაში" ორი წლის წინ გადაბარგდა, მაგრამ ტრავმების გამო მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კარსდორპი "ფეიენოორდის" აღზრდილია, ჰოლანდიის ნაკრებში კი 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

ასევე გადავიდა "ფეიენოორდში" 23 წლის მცველი ჯორჯ ჯონსონი, რომელიც "ლივერპულის" დუბლებში თამაშობდა. მას 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს. ჯორჯი შოტლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობდა.

როტერდამული კლუბი აგრეთვე "ბაზელის" 30 წლის ნიდერლანდელი ფორვარდის, რიკი
ვან ვოლფსვინკელის გადაბირებას ცდილობს.

ცნობილი გახდა, რომ "მაინცმა" 10 მილიონ ევროდ "ფეიენოორდის" მცველი ჯერი სენ იუსტი შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული