რობერტ ლევანდოვსკი: "ბაიერნს" სამი ახალი შემტევი სჭირდება

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, სამი ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ. ფრანკ რიბერი, არიენ რობენი და ხამეს როდრიგესი წავიდნენ, ჯერ კი მათი შემცვლელები არ შეგვიძენია.

სანე რომც გადმოვიდეს, კიდევ ერთი ნახევარმცველი გვჭირდება, 6 ნომერი და ცენტრფორვარდი.

ძნელი იქნება სეზონის 13-14 ფეხბურთელით ჩატარება. სეზონი ხანგრძლივია და 50-60 მატჩის გამართვა გვიწევს", - ციტირებს ლევანდოვსკის "ბილდი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული