ფოტო: fcdinamo.ge
დღეს, 8 აგვისტოს, თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ფეიენოორდს" შეხვდება.
გუნდი 6 აგვისტოს ჩაფრინდა როტერდამში, სასტუმრო NHOW HOTELS-ში დაიდო ბინა და მსუბუქად ივარჯიშა, 7 აგვისტოს კი მატჩისწინა ვარჯიში უკვე "დე კუიპზე" ჩაატარა. იქამდე მწვრთნელმა ფელის ვისენტემ მეკარე ხოსე პერალესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ხოლო განწყობა ხალისიანი და საბრძოლოა.
კლუბის საიტთან "კომენტარი "დინამოს" მცველმა გუჯა რუხაიამ გააკეთა:
"სახელოვან მოედანზე ვთამაშობთ და განწყობა დადებითია. 100%-ით მზად ვართ. ჩვენ ამისკენ დიდი გზა გავიარეთ. ბოლო შედეგებს რაც შეეხება, ფაქტი სახეზეა, გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია".
თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.