8 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" 0:1 წააგო.
ზედ თამაშის დაწყების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გაბალასთან" თბილისური მატჩისას რასისტული შეძახილების გამო "დინამო" "ფეიენოორდთან" განმეორებით შეხვედრას "დინამო არენაზე" ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს და უცნობი იყო, ეს ამბავი ჩვენს გუნდზე როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა.
"დინამოს" მწვრთნელმა ჩისკომ "ლოკომოტივთან" ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში დაყენებული შემადგენლობა არ შეცვალა და მატჩიც დაიწყო. დაიწყო მასპინძელთა შეტევებით და ლარსონმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ჰეპსის დარტყმული ბურთი პერალესმა მოიგერია.
"დინამო" საკუთარ საჯარიმოს იყო მიჯაჭვული და კონტრშეტევას საერთოდ ვერ ახერხებდა. პირველად მეტოქის კარში 22-ე წუთზე შენგელიამ დაარტყა და ვერმეერი ბურთს ნახტომში დაეუფლა.
სადღაც 30-ე წუთისთვის ჩვენმა გუნდმა ბურთი გააგორა, თამაშიც გაათანაბრა, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშის მიტანა უჭირდა.
სამწუხაროდ, 42-ე წუთზე ჩვენმა მცველებმა საჯარიმოდან ბურთის ატანა ვერ მოახერხეს და სინისტერამ ანგარიში გახსნა.
როტერდამი. "დე კუიპი"
ფეიენოორდი - დინამო (თბ)
გოლები: 1:0 სინისტერა (42)
ფეიენოორდი: ვერმეერი, ნეუვკოპი, ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბერგჰუისი, სინისტერა, ფერი, ტაპია, კოკჩუ, ლარსონი
დინამო: პერალესი, რუხაი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, კუხიანიძე, ნინუა, ქავთარაძე, პაპავა, შენგელია, კუტალია
"პრავადნიკებივით" დაყვებიან მოედანზე,სამარცხვინოა ეს ყველფერი.