ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "ფეიენოორდმა" თბილისის "დინამოს" დამაჯერებლად სძლია (4:0), ნამატჩევს კი როტერდამული გუნდის მწვრთნელმა იაპ სტამმა ფრიად თავშეკავებულად ისაუბრა.
"არ გაგიკვირდეთ ჩვენი კარგი თამაში, ეს მოგებაზე დამშეული გუნდია. არანაირი შეცდომა არ დაგვიშვია. კარგად ვითამაშეთ. ამან არ გამაკვირვა. ვდომინირებდით, ბურთს ვფლობდით და მეტოქის შეცდომებით ვისარგებლეთ.
გულშემატკივრებმა მაგრად დაგვიჭირეს მხარი. გუნდმა მართლაც კომბინაციური ფეხბურთი აჩვენა.
მიუხედავად ოთხბურთიანი უპირატესობისა, საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის. ჩემს კარიერაში ყველაფერი მინახავს. თბილისშიც სათანადოდ უნდა გავის
არჯოთ. სწრაფი გოლი არაფრით არ უნდა გავატანინოთ. ეიფორიას არ უნდა მივეცეთ", - აღნიშნა სტამმა.