10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "ფეიენოორდთან" მატჩში

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამო" როტერდამის "ფეიენოორდთან" დიდი ანგარიშით (0:4) დამარცხდა.

საპასუხო შეხვედრა თბილისში, "დინამო" არენაზე 15 აგვისტოს გაიმართება.

Sportall.ge გთავაზობთ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

ხოსე პერალესი - 4.5 - თბილისის "დინამოს" ესპანელ მეკარეს თითქოს კარგი მატჩი ჰქონდა, რამდენჯერმე საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია, თუმცა როდესაც საკუთარ კარში 4 გოლს უშვებ, რთულია შენი თამაში დადებითად შეფასდეთ.

გუჯა რუხაია - 3.0 - თბილისელთა კაპიტანი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო. პირველი გოლი სწორედ
მის უხეშ შეცდომას მოჰყვა, როდესაც ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ არ გადაუშვა და მეტოქეს ჩააბარა, ბოლო გოლის მომენტში კი ლარსონმა ბურთი ფეხებს შორის უმარტივესად გაუტარა და საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ მომენტების გარდა, რუხაიამ კიდევ არაერთი სხვა შეცდომაც დაუშვა.

ვიქტორ მონხილი - 3.5 - ესპანელი ცენტრალურ მცველს რუხაიას მსგავსად ორ გოლში მიუძღვის ბრალი, პირველი გოლის ეპიზოდში ვალდებული იყო ბერგვისის გადაცემა ჩაეჭრა, მესამე გოლის დროს კი პენალტი მისი ხელით თამაშის გამო დაინიშნა. ჰქონდა რამდენიმე მომენტი, როდესაც დაცვაში კარგად ითამაშა.

დავით კობოური - 3.5 - თანაგუნდელების მსგავსად ბევრი საქმე ჰქონდა თბილისელთა ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, დავით კობოური მთელი მატჩის განმავლობაში მეტნაკლებად დამაჯერებელი იყო, თუმცა 82-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში გაიტანა, ბოლო გოლის მომენტში კი თამაშიდან მთლიანად გამოთიშული იყო.

გიორგი ქიმაძე - 4.5 - ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მოთამაშე "დინამოელთა" მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, ცდილობდა შეტევაში თამაშს და თამაშის გამწვავებას, თუმცა ეს რამდენად გამოუვიდა, ცალკე საკითხია. ბოლო გოლის მომენტში ნარსინს ის ფარავდა, თუმცა სულ ტყუილად.

ნიკა ნინუა - 4.5 - "დინამოს" ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი ბევრს ცდილობდა საკუთარი გუნდის კონტრშეტევა წამოეწყო, ხშირად გრძელ პასებსაც აკეთებდა. ერთხელ კი ჯარიმიდან დარტყმის შანსიც მიეცა, თუმცა ვერ გამოიყენა.

გიორგი პაპავა - 4.5 - თბილისელთა გამოცდილი ნახევარმცველი სხვების ფონზე ნამდვილად გამორჩეული იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. დაცვით ფაზაში ძალიან კარგად თამაშობდა, ცდილობდა ბურთის ამოტანას, რამდენჯერმე მეტოქის დარტყმულს გადაეფარა.

გიორგი კუხიანიძე - 4.5 - გოლის გატანის საუკეთესო შანსი "დინამოს" მხრიდან სწორედ კუხიანიძეს მიეცა, თუმცა მის შესანიშნავ დარტყმას ასევე შესანიშნავი სეივით უპასუხა ვერმეერმა. მანამდე მისი ძლიერი დარტყმული მცველმა აისხლიტა.

ლევან შენგელია - 4.5 - თბილისის "დინამოს" ვიცე-კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა დაზიანებით ითამაშა, ცდილობდა მატჩის გამწვავებას და პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყა კიდეც, ერთხელ მეკარემ აუღო, მეორედ კი მცველმა თავით მოიგერია.

ნოდარ ქავთარაძე - 4.5 - "დინამოს" 38-ე ნომერს ბევრი შანსი არ მიცემია, კარში ერთხელ დაარტყა და გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.  მეორე ტაიმის ბოლოს კი შეცვალეს.

ლევან კუტალია - 3.5 - "დინამოს" თავდამსხმელმა უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა, მართალია ის თანაგუნდელებმა მომენტებით ვერ გაანებივრეს და ხშირად უკან ჩამოსვლა უწევდა, თუმცა რამდენჯერმე უმარტივესი გადაცემის გაკეთებაც კი არ გამოუვიდა. გუშინ მისი დღე ნამდვილად არ ყოფილა.

აკაკი შულაია - 3.0 - თბილისელთა ახალგაზრდა ფლანგელი თამაშში მეორე ტაიმის სტარტზევე ლევან შენგელიას ნაცვლად ჩაერთო. იყო აქტიური, ცდილობდა გამწვავებას, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს სახიფათო ჯარიმაც მოიპოვა, თუმცა 3 წუთის ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რომლებიც არ უნდა მიეღო. მისი მხირდან წესის დარღვევის გამო დანიშნულ ჯარიმას კი "დინამოს" კარში მეორე გოლი მოჰყვა და შულაიას გაძევების შემდეგ "დინამო" სრულად მოიშალა.

ბაქარ ქარდავა - შეფასების გარეშე

კვამე კარიკარი - შეფასების გარეშე

ჩისკო - 4 - თბილისის "დინამოს" თამაში მეტნაკლებად სასურველი შედეგით მიჰყავდა, 0:1 დე კუიპზე საპასუხო შეხვედრის წინ ურიგო შედეგი ნამდვილად არ იყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი გოლის დროს მცველები ქაოტურად მოქმედებნენ და არანაირი დაცვითი სისტემა არ გააჩნდათ. მწვრთნელმა მაქსიმალურად გასაგებად უნდა მიიტანოს სათქელი ფეხბურთელებთან და შეასრულებინოს თავისი დავალებები. ჩისკომ მეორე ტაიმში შენგელიას ნაცვლად შულაია გამოიყვანა, მანაც მოახერხა თამაშის გამწვავება და "დინამომ" ყრუ დაცვიდან ამოსვლა მოახერხა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელის არასწორი ქმედებების გამო ჩისკოს გეგმა ჩაიშალა, 10-კაციანმა გუნდმა კი მძლავრი "ფეიენოორდის" გაჩერება ვეღარ მოახერხა.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

altთბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

altფელის ვისენტე: შულაიას გაძევება არასამართლიანი იყო - ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით

altიაპ სტამი: საქმე დასრულებული არ არის - თბილისში სწრაფი გოლი არ უნდა გავატანინოთ

მკითხველის კომენტარები / 13 /
კუტალაის მაგივრად კარიკარი უნდა დეყენებინა სწრაფია ბევრად და ელემენტარული პასების მიცემაში უნდა ივარჯიშონ.
0
აუცილებლად უნდა დაისაჯოს შულაია სამაგალითოდ.სწორედ მისი "დამსახურებაა"რომ დინამო ასე უშანსოდ დამარცხდა.მაგას თავი სად ეგონა საინტერესოა,სოფლის პირველობაზე?
გულშემატკივარი
00:12 11-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული