რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ქართველი ქომაგების დიდი ნაწილი, სანჩო პანსასავით აღელვებული, დონ კიხოტს მისდევდა და წარმოსახვაში წარმოიდგენდა, თუ როგორ ეთამაშებოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის "დინამო" თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედს". ამ წარმოსახვაში გვავიწყდებოდა ის ამბავი, რა დონეზე ვიყავით და სად? მავანნი იტყვიან, რომ ჟურნალისტები საკბილოს ეძებთო ან თუ მატჩამდე დაიწერებოდა რაიმე, დაგვაბრალებდნენ, ეგ არის, ფეხბურთელებს გუნება-განწყობას უფუჭებთო.

ბლეზ პასკალს დავესესხები ერთ ფრაზას: "წარმოსახვა - ესაა ადამიანის უნარი, ცდუნების სათავე, შეცდომებისა და სიცრუის წყარო, მით უფრო ცბიერი, რომ ყოველთვის როდი ცბიერობს". - ჰოდა, წარმოსახვაში
გვეგონა, რომ "დე კუიპზე" ისევ ის "დინამო" იდგებოდა, რომლის ისტორია დღევანდელ თაობას არ გვახსოვს და მხოლოდ ძველ კადრებში შეგვიძლია ვიხილოთ ან უფროსების მონაყოლი გავიგონოთ.

დღეს ქობულეთში ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, კომუნისტების დროს მოსკოვის ცსკა შეკრებაზე იყო ჩამოსული. სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ გუნდი შეკრა და დღეს სადაც ქობულეთის "შუქურა" ვარჯიშობს, იქ ფრედ, 2:2 ეთამაშნენო. შეიძლება ეს ამბავი მართლაც მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი განმეორებადია და რაც ადრე იყო, ის ახლაც იქნება.

რაღაცნაირად ბევრი თითს ჩისკოსკენ იშვერს. დაგეთანხმებით, ის დებიუტანტია, შეიძლება მისი სამწვრთნელო კარიერა ან მალე დამთავრდეს, ან დიდხანს გაგრძელდეს. ხშირია შემთხვევა, რომ ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ვერ ამართლებს, რადგან მოედანზე სირბილი და ტაქტიკური მონახაზების გაკეთება სხვადასხვა საქმეა. თუმცა მას ჰყავს თუნდაც გვერდით ზაურ სვანაძე, რომელსაც შეუძლია რაღაცები ასწავლოს და ქართულ-ესპანური კონსესუსი მივიღოთ. მაგრამ ათასში ერთხელ ხდება, რომ მწირი რესურსით მწვრთნელი საოცრებებს ახდენს. ასეთები არიან ჩვენს ჩემპიონატშიც, მაგრამ სხვა გუნდებში მუშაობენ.

წარმოსახვის ძიებაში გვავიწყდებოდა ის ფაქტი, რომ "დინამოს" კარში იყო ხოსე პერალესი, რომელიც დიდი ალბათობით, ესპანეთის საუკეთესო მეკარეების ასეულში ვერ მოხვდება, ვერც საქართველოს ეროვნული ლიგის მეკარეების სამეულში. მეტსაც ვიტყვი, ის სათამაშო კლასით თითქმის იმავე დონეზეა, როგორც  - დემეტრე ბულისკერია, ლუკა შეროზია, გიორგი ჩოჩიშვილი, ბექა ქურდაძე და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში ის განსხვავებაა, რომ ამ ბიჭებს კარგი გამოწრთობის შემთხვევაში უფრო დიდი პერსპექტივა აქვთ, ვიდრე პერალესს.

"დინამოს" ორი არჩევანი ჰქონდა, უნდა ეთამაშა ან ყრუ დაცვა, ან ერთი გადახუნებული ფრაზისთვის დაეჯერებინა: "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა". მაგრამ ორივე შემთხვევაში პრობლემა იყო, რადგან არც საყრდენი ზონა და არც დაცვის ხაზი არ იყო მზად, იდეალურად დასდგომოდა მეტოქეს.

ზოგს შეტევაში სირბილი უფრო შეეძლო, ვიდრე ზონების შევსება; ზოგს მაღალ ბურთზე უჭირდა თამაში, ზოგს მეორე ტაიმში ფიზიკური მომზადება არ ეყო, ზოგსაც არ შეეძლო მეტოქის მოძრაობის გამოცნობა და ზოგსაც მხოლოდ ის აბედნიერებდა, რომ "დე კუიპზე" თამაშობდა.

"ფეიენოორდი" არ არის ევროპულ ასპარეზზე მაღალი დონის კლუბი, დღესდღეობით საშუალო დონის გუნდია ნაკლებად "ფერადი" ფეხბურთით. თუ მკითხავთ, წინა სეზონში მხოლოდ ვან პერსი სძენდა მათ თამაშს გარკვეულ ხიბლს. ჩვენ ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობის იმედზე ვიყავით. გვეგონა, რომ იქ ლევან შენგელიას ბენეფისი შედგებოდა ან ნიკა ნინუა ჯარიმიდან გაიტანდა, როტერდამიდან კი გატანილი გოლით, ფრით ან მინიმალური ანგარიშით დამარცხებულები დავბრუნდებოდით. მაგრამ გვავიწყდება ის ფაქტი, რომ ეს გუნდი წელიწადში რამდენჯერმე ამომავალი ტალანტებით გადაძეძგილ "აიაქსს" და პსვ-ს ეთამაშება, რომლებიც ინდივიდუალური შესაძლებლობით გამორჩეულ ცხვირმოუწმენდავ ბავშვებს მთელი მსოფლიოს გარშემო კრებენ და ვარსკვლავებად აქცევენ.

დიახ, "ფეიენოორდის" მცველები მათ უმკლავდებიან. წინა წელს 6:2 აგემა როტერდამულმა გუნდმა "აიაქსს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს აკეთებდა.

ჰოდა, არავის არაფრის იმედი არ ჰქონდეს, სანამ "დინამოში" "გუნდის" გაკეთება არ დაიწყება; სანამ არ დასრულდება კლუბის პოლიტიკა, რომლის მიხედვით, აკადემიაში გამოზრდილ ნიჭიერ ბიჭებს ევროპის დაბალი დონის კლუბებში ასხვისებს. მალე შენგელიაც წავა, შემდეგ ნინუაც, დიდი ალბათობით, ზარიაც და გაგრძელდება ის, რაც არაერთხელ გვინახავს.

P.S. ათწლედში ერთხელ შეიძლება წილისყრაში გაგიმართლოს ან არა. შეეშვით წარმოსახვებით გამოკვებას და "დატკბით" რეალობით.

altთბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

altთბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით

alt იაპ სტამი თბილისის "დინამოსთან" დიდი ანგარიშით მოგებაზე: ამან არ გამაკვირვა

მკითხველის კომენტარები / 42 /
სწორია 'შეცდომებზე სწავლობენ' და არა 'შედეგებზე სწავლობენ'.
გიორგი
13 აგვისტო 2019 13:58
0
საბურთალო გაძვრება მგონი და დინამო გამოვარდა მაგრამ რა გიკვირთ ვერ გავიგე, ოთხი ხუთი ნიჭიერი ფეხბურთელი გაიჩითება ეგრევე საზღვარგარეთ მიდიან იმიტომ რომ იქ დიდი ფულია და სწორია კიდეც ყველა. არაა ჩვენთან ფული და ამ ფონზე წარმატებულია ჩვენი გამოსვლები. საბურთალო თუ ჯგუფში მოხდა საერთოდ. ისე დინამოსაც რას ვერჩით . ბოლო სამ წუთში წავაგეთ თამაში კლასის არ ქონის გამო და ალბათ ენერგიის კიდე.
ემირი
10 აგვისტო 2019 12:18
0
მესმის რომ მაქსიმალისტები ვართ და ხანდახან ემოციები ჭარბობს ჩვენს შეფასებებში, მაგრამ, ჩემი აზრით დინამო სწორ გზაზე დგას და 3-4 წელიწადში ფეინოორდთან დაპირისპირების დონეზე დადგება. ჯერჯერობით კიდევ დიდია სხვაობა ფიზიკურ გამძლეობაში, სისწრაფეებში, ტაქტიკურ აზროვნებაში, კოორდინირებულ გუნდურ ქმედებებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდი სწორ გზაზეა და შედეგი ამას აუცილებლად მოჰყვება. ჩვენ კი უნდა ვაცალოთ განვითარება, უფრო სწორად მივუდგეთ კრიტიკულად განვსაჯოთ, ვიკამათოდ, ოღონდ ეს ლანძღვა-გინება და შეურაცყოფა არ გვინდა. მაგას ხეირი არავისთვის მოუტანია, გარდა გულის ფხანისა.
არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ.
სტატია მომეწონა.
თენგაბი
10 აგვისტო 2019 11:18
1
რას ერჩით დინამოს? შულაიას გაგდების მერე გაგვიტანეს 3 გოლი, იქამდე ჩვენი დონის გათვალისწინებით, ძალიან კარგად თამაშობდა და ბურთსაც იჭერდა .. რატომღაც დარწმუნებული ვარ დინამოს მაგიერ სხვა ქართულ გუნდს უფრო ადვილად გაუმკლავდებოდა ფეიენოორდი .. ამას უპატივცემულობით არ ვამბობ, უბრალოდ, სამწუხაროდ ქართული გუნდების უმეტესობას დინამოზე ნაკლები ფინანსები აქვს და ამიტომაც ინფრასტრუქტურაც ვერაა სათანადო დონეზე .. არადა ასეთი ინფრასტრუქტურის და ფინანსების მქონე 4-5 გუნდი კიდევ დახატავდა ჩვენს ჩემპიონატს ..
დათო
10 აგვისტო 2019 09:13
0
კომენტარები ვნახე და გააფარჩაკეს გუნდი ბოლომდე!20 წელია ქართულ ფეხბურთს ვუყურებ და 2004 წლის მერე დინამოს ასეთი გამართული ფეხბურთი არ მახსოვს რასაც ჩემპიონატში ბოლო თამაშებში აჩვენებს!არ ეყო კლასი და ცოტა იღბალიც დაგვაკლდა ნუ მსაჯსაც შეეძლო არ გააეგდო შულაია და ესეთი ანგარიშიც არ დაიდებოდა,გამოცდილება გვჭირდება მეტი ერთწლიანი გუნდი შედეგს ვერასდროს დადებს ეგრე არ ხდება მინიმუმ მომავალ წლამდე უნდა შეინარჩუნონ ეს შემადგენლობა!რაც შეეხება შენგელიას მაგ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის კი ბატონო კარგი დაყენებული დარტყმა აქვს მაგრამ მარტო დარტყმა არ არის ფეხბურთი ნელია და თამაშიდან ამოვარდნილია ესე იყო გაბალასთანაც!კუტალიაზე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბრძოლისუნარიანია მაგრამ არ არის ის დონე რომ ესეთ თამაშში რამე მოთხოვო!კარიკარი და დაფე ერთი თავით ჯობიან უფრო ცივსისხლიანები არიან!პერალესი კიდევ ყველაზე კარგად გამოიყურებოდა დაცვაში და რას ერჩით ვერ ვხვდები?შენგელია სადაც გინდა გადავიდეს მაქსიმუმ ერთი ორი თამაში ათამაშონ და მერე ჩიხურა ან რუსთავი იქნება მაგის ბოლო გაჩერება
მიშა
10 აგვისტო 2019 01:21
3
ak ertert komentars mivakcie kuradgeba, ar davdivar kartuli pegburtis sakureblado, magram dinamos da saburtalos ar exebao, aba vis exeba, torpedos, chixuras, dinamo batums tu romelia dinamo tbilisze naklebi, axlandel dinamochi naxevarze meti motamache regionebidan da sxva kalakebidanaa, ro ar dadixart stadionze da ar txovt pegburtelebs pegburtis tamachs da golis gatanas, imitoa kartuli pegburtis sakme kargad, me davdiodi sul davdivar axlac da momavalchic mival tu mekneba sachvaleba, chemi chempionta liga, barselona reali da liverpuli akaa sakartvelos erovnul ligachi da jer erovnuli ligaa chemtvis pirvel adgilas da mere sxva chempionatebi.torpedo dagvichales zalit magram cheikriba axali gundi da mjera chemsavit naxevari kutaisi sulmoutkmelat elodeba rodis ganaxldeba erovnuli liga rom stadionze misi gundis tamachi naxos da tbilislebs ra gakvt sacucuno baza, stadionebi, akademia, kvela piroba, kvela kargi pegburteli mand gadmosvlas cdilobs da xalxi mainc ar midis dinamos tamachebze,es erterti didi mizezia imis tu ra dgechicaa dges kartuli pegburti.
KUTAISELI
09 აგვისტო 2019 23:24
5
მეგობარო!შენ შენი შეხედულება გაქვს კონკრეტულ სიტუაციებთან დაკავშირებით.არავინ და ვერავინ დაგიშლის ქართული ფეხბურთის ყურებას.უყურე და ისიამოვნე თუ ამას ლა ლიგას ადარებ რაიმით.უამრავი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში პირველ რიგში ეს მენტალიტეტია,მეორე ფეხბურთელი შედის მოედანზე და "გასახდელიდან სიგარეტით გამოდის".მე ვერავის შევახტები პირში და სიგარეტს ვერ გამოვუძრობ.მესამე-"კარგი მამიკოს შვილობა"გამეფებულია ქართულ ფეხბურთში,თამაშების გაყიდვა და რავი კიდე რამდენიც გინდა.აქედან გამომდინარე გულშემატკივარი მათ პრობლემებს ვერ მოუგვარებს და მოითხოვს ნორმალურ თამაშს.შენ თუ ასეთი ფეხბურთი მოგწონს, მიდი,უყურე რამდენიც გინდა ღმერთმა შეგარგოს...მე კი მომეწყინა უკვე ეს ყველაფერი დიდი ხანია რომელსაც დასასრულის პირიც კი არ უჩანს,ხოლო თუ დასრულდება ჩემზე ბედნიერი კაცი საქართველოში ნამდვილად არავინ იქნება...
კარგით რა
10 აგვისტო 2019 11:41
1
mikvirs imati visac sjeroda, rom feinoordi da dinamo erti kalibris gundebia. magram yvelaze ufro metad statiis avtoris mikvirs, mas sjeroda mgoni yvelaze metad. cinaagmdeg shemtxvevashi calkeul fexburtelebze ar daicyebda laparaks, iq peralesio, saqartveloshi uketesebiao, jer erti eg dzalian sakamatoa da meorec: es aris qartuli fexburtis realoba da am realobidan gamomdinare kidev kargi cinaagmdegoba gawia dinamom... sxvebi da mat shoris saburtaloc, pirvelive taimshi gaushvebdnen otx burts...
levani
09 აგვისტო 2019 19:30
3
ის დიდი დინამო ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო, რომელიც წლების განმავლობაში იყვნენ შეთამაშებულები და ისეთ ევროპის ერთ-ერთ ლიგაში (სსრკ) მოწინავე პოზიციებზე იყო. დღევანდელი დინამო კი ევროპის ერთ-ერთ უსუსტეს ლიგაში თამაშობს, ტალანტი თუ გამოჩნდა ეგრევე ყიდიან, საპირწონედ კი ჩამოწერილი ფეხბურთელები მოჰყავთ. ეს არის მთავარი მიზეზი ჩვენი გუნდის კონკურენტუუნარობისა. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, შიშით თამაშობდნენ, არ იხსნებოდნენ, ბურთსაც არ ითხოვდნენ, პირიქით გაურბოდნენ პასს, ხშირად ბურთს ელოდებოდნენ როდის მოგორდებოდა, მიუხედავად კლასში ჩამორჩენისა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შიშმა დინამო შებოჭა და თუნდაც თავისი შესაძლებლობის ნახევარი არ ითამაშა.
მინდია
09 აგვისტო 2019 19:16
1
პირველად დაიდო ამ საიტზე ისეთი სტატია რომელსაც 100% ვეთანხმები. ყოველ სიტყვას და აზრს მასში ჩადებულს.
Vakhtang Lobzhanidze
09 აგვისტო 2019 17:29
3
100%
Irakli Apkhaidze
09 აგვისტო 2019 17:23
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული