უეფა "დინამოს" მატჩზე დასწრებასთან დაკავშირებით ვერდიქტს დღეს გამოიტანს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილების მოლოდინში.

კლუბი "დინამო არენაზე" გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტს უეფადან დღეს ელოდება.

რაც შეეხება მატჩს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას თბილისის "დინამოსა" და "ფეიენოორდს" შორის გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი 34 წლის საშა შტიგემანი გახლავთ. მას ასისტენტობას მარკო ახმიულერი და კრისტიან გიტელმანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი რობერტ შრიოდერი იქნება. უეფას დელეგატი არიელ კენეტ შიმანი ისრაელიდან გახლავთ, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი ჩეხი მიროსლავ ლიბა იქნება.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 15 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას
საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუღარ დაგვტანჯეთ,რა გადაწყდა ბოლო ბოლო?
ბათუმის ფანი
17:04 13-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული