უეფამ გადაწყვეტილება არ შეცვალა - "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის "დინამოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამოსა" "და "გაბალას" მატჩისას გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც "88" ეწერა, ეს კი ფაშისტურ სიმბოლოდ მიიჩნიეს, "დინამო" დასაჯეს და "ფეიენოორდთან" შეხვედრის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება მიუსაჯეს.

"დინამომ" სცადა ბედი და გამოტანილი ვერდიქტი გაასაჩივრა, მაგრამ როგორც წესი, ეს ორგანიზაცია მიღებულ გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამჯერადაც ასე მოიქცა.

მოკლედ, 15 აგვისტოს "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
გოგა ბითაძემ აირჩია 88 ნომერი გააფრთხილეთ!!!!
ავთო აჭარელი
15 აგვისტო 2019 00:18
0
დინამოს ფანები შავებში რატო მოძრაობენ? ან რა ფაშიზმზე აქვთ ამბიცია, სტუმარი გუნდის გულშემატკვირები უფრო მეტი არიან დინამოზე, ესენი ოცი კაცით დადიან და ისიც საქმეს უფუჭებენ გუნდს!
ლადო
14 აგვისტო 2019 13:58
0
Batono roman, uchivle uefas moitxove milionebi moigeb mag sasamartlos zaralis anazgaureba gadaamravle 10 larze ertiadgili ki gamova milionebi shansi gagichda fulisshovnis tqveni argumentebi xomgaqvt?!...
Vax
14 აგვისტო 2019 11:46
0
დატო კიპიანის რამაზ ჰენგელიას და ვოვა გუცაევის კვეკანაჰი ასეტი არარაობა როგორც დინამოა სირცხვილია დატო რამაზი და ვიტალი საპლავჰი გადაბრუნდებიან ამატი საცოდაობიტ
LEKSO KUTAISI
14 აგვისტო 2019 11:04
2
მაინც რას ნიშნავს ეს 88? იქნებ ამიხსნას ვინმემ.
,,,
14 აგვისტო 2019 10:37
1
ამ დინამოს ვითომ ფანებმა, ყველგან თავი როგორ უნდა მოგვჭრან? რომელი რასისტი ჩვენ ვართ? უეფაც კაი ხვითოა, ერთი ნორმალური გუნდი ჩამოდიოდა და იმის ნახვის საშუალებაც მოგვისპეს..
ქუთაისელი
14 აგვისტო 2019 10:07
0
ვიდეოჩანაწერი არ არსებობს, ვისი გამოფენილია? ან რასთან მიმართებაში იქნებოდა ეს სიმბოლიკა? აფრიკის ნაკრებს ხომ არ ვთამაშებოდით! ლოგიკაში არ თავსდება.
მერაბი
14 აგვისტო 2019 09:43
0
უეფა რა ორგანიზაციაცაა და რა მაიმუნებიც არიან, ორი გვარის დასახელებაც საკმარისია(ბლატერი და პლატინი)ამიტომ არაფერი არ გამიკვირდება... მე უბრალოდ გული მწყდება იმაზე ,რომ ჩვენებს ნერვები რომ უკეთ მოეთოკათ დარწმუნებული ვარ 1-0 ზე მეტს არ წავაგებდით, თორემ უმაყურებლოდ თამაში ,ჩვენდა სამწუხაროდ ქართული გუნდებისთვის უცხო ხილი არ არის
niko
14 აგვისტო 2019 09:21
2
სულ სხვა ამბის გამო მოხდა ჩვენი დასჯა-ფეხბურთი დარჩება უმაყურებლოთ FIFA და UEFA-მ რომ მთელი მსოფლიოს სტადიონებზე მომხდარ ყველა დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს! შორს წასვლა არა საჭირო-აგერ,ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სტადიონზე საფეხბურთო მატჩების დროს ისეთ რამეს დაინახავს კაცი ჰიტლერი და გესტაპო გინდა არ გინდა შეგიყვარდება! მომავლისთვის ჭკუის სსასწავლებელი იქნება. ჩემის აზრით ადრე წყენისთვის მეზობლებმა სამაგიერო გადაგვიხადეს... ზოგი ჭირი მარგებელიაო-ახლა ფეიენორდთან წარმატების მიღწევის მხოლოდ თეორიული შანსი ღა თუ გვაქვს. იმის წარმოდგენაც კი არ მიდნა-როტერდამული მატჩის დინამოს მხოლოდ 0-1 წაგების შემთხვევაში რა დიდი ტრაგედია იქნებოდა საქართველოსთვის ეს სასჯელი.
გიოშა
14 აგვისტო 2019 08:39
1
გულდასაწყვეტია,მაგრამ რეალობას თვალი გავუსწოროთ,მაინც უშანსოდ ვართ და დიდად გულთან ნუ მივიტანთ.წარმატებები დინამოს სამომავლოდ
guria
13 აგვისტო 2019 21:30
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული