უეფამ გადაწყვეტილება არ შეცვალა - "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის "დინამოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამოსა" "და "გაბალას" მატჩისას გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც "88" ეწერა, ეს კი ფაშისტურ სიმბოლოდ მიიჩნიეს, "დინამო" დასაჯეს და "ფეიენოორდთან" შეხვედრის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება მიუსაჯეს.

"დინამომ" სცადა ბედი და გამოტანილი ვერდიქტი გაასაჩივრა, მაგრამ როგორც წესი, ეს ორგანიზაცია მიღებულ გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამჯერადაც ასე მოიქცა.

მოკლედ, 15 აგვისტოს "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
აქოთებულია ქვეყანა ქართველთა, და საქართველოს ფარული თუ ღია,ჭკვიანი სხვათა მიერ ანაზღაურებადი აგენტურით და უჭკუო ადგილობრივი აუნაზღაურებელი იდიოტებით.ვინც ამგვარ ბანერებს დებს, ქართული გუნდის, ქართველი ხალხის,ქვეყნის მტერია რას აკეთებს საქართველოს უშიშროების სამსახური ან ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ.ფაქტებით ა რ ა ფ ე რ ს,თუ ამგვარ მასიური თავშეყრის ადგილებს ვერ აკონტროლებენ- უვარგისები.ქართველ ხალხს, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვინ იცავს???
SO15
20:17 13-08-2019
3
ეს ვიტომ ფანები და ძალით ხულიგნები უნდა დაიჭირო და მაგ დროშა ფარშევანგივით გაუკეთო სადაც საჭიროა!
ვაჟა
19:50 13-08-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული