უეფამ გადაწყვეტილება არ შეცვალა - "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის "დინამოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამოსა" "და "გაბალას" მატჩისას გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც "88" ეწერა, ეს კი ფაშისტურ სიმბოლოდ მიიჩნიეს, "დინამო" დასაჯეს და "ფეიენოორდთან" შეხვედრის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება მიუსაჯეს.

"დინამომ" სცადა ბედი და გამოტანილი ვერდიქტი გაასაჩივრა, მაგრამ როგორც წესი, ეს ორგანიზაცია მიღებულ გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამჯერადაც ასე მოიქცა.

მოკლედ, 15 აგვისტოს "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.