"დუდელანჟმა" ესტონური ბარიერი გადალახა და "საბურთალოს" შეხვდება?

AutoSharing Option
"დუდელანჟმა" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ნიომე კალიუს" ბარიერი დაძლია და პლეი-ოფში გავიდა, სადაც დიდი ალბათობით, "საბურთალოს" შეხვდება.

"დუდელანჟმა" ესტონურ გუნდს ლუქსემბურგში 3:1 მოუგო. მატჩს 8 125-იან სტადიონზე 1 239 მაყურებელი დაესწრო და ჰეთ-თრიკი 29 წლის თავდამსხმელმა დომინიკ შტოლცმა შეასრულა.

დღეს ტალინში ჩატარებული შეხვედრის 34-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა მასპინძელთა გუნდის უკრაინელი ნახევარმცველი დენის ხომუტოვი, რის შემდეგაც სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ და მეორე ტაიმში დანიელ სინანის გატანილი გოლით ისევ იმარჯვეს (1:0).

"საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" პირველი მატჩი 2:1
მოგებული აქვს, ხვალ თბილისში უმასპინძლებს და ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაღწევის ჩინებული შანსი გაუჩნდა - ამაზე უკეთესი ვარიანტის ნატვრაც კი, ალბათ, შეუძლებელი იყო.

შეგახსენებთ, 2018/19 წლების სეზონში "დუდელანჟის" ღირსებას ნახევარმცველი ლევან ყენია იცავდა, რომელიც ამჟამად "საბურთალოში" ასპარეზობს და ერევანში შეცვლაზე შესულმა "არარატ არმენიას" გოლი გაუტანა.

"საბურთალოსა" და "არარატ არმენიას" საპასუხო შეხვედრა 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისეთ აჟიოტაჟს ნუ ავტეხთ რომ საკუთარ გუნდს ვავნოთ, უბრალოდ გნდი უნდა გავიდეს ევროპა ლიგის ჯგუფში, არც თამაშის ხარისხი მაინტერესებს და არც ის რომ გაგვივართლა თუ არა კანჭისყრაში, ორი თამაშის ჯამში გამოჩნდება ჩვენ გაგვიმართლა თუ დუდელანჟს, მთავარია გუნდმა კონცენტრაცია არ დაკარგოს და არ მოდუნდეს, მშვიდად მოვიგოთ 3 თამაში და გავიდეთ ევროპა ლიგაზე. წარმატებები საბურთალოს. თქვენი გულშემატკივარი ბათუმიდან.
roma
11:52 14-08-2019
0
ძალიან მცირე შანსი გვექნება დუდელანჟთან. არ გაგვიმართლა კენჭისყრაში
ნიკა
22:47 13-08-2019
74

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული