ვარდან მინასიანი: ერევანში წაგება უკვე დაგვავიწყდა - ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი

AutoSharing Option
"საბურთალოსთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე "არარატ არმენიას" მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა ისაუბრა:

"ყოველი მატჩი ინდივიდუალურ ტაქტიკას მოითხოვს. ეს მარტივია. იმედია, ამჯერად ორივე ტაიმს ერთ დონეზე ჩავატარებთ, რადგან ერევანში ორი სხვადასხვა ტაიმი ვიხილეთ. პირველი კარგად ჩავატარეთ, მეორე - ისე რა. დავკარგეთ მობილურობა და ამიტომ დავმარცხდით.

ერევანში განცდილი მარცხი, რა თქმა უნდა, უკვე დავივიწყეთ. გუნდში კარგი განწყობაა, მით უმეტეს, ჩემპიონატის პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ. მართალია, გაგვიჭირდა, მაგრამ მოვიგეთ. ახლაც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. იმედს გამოვთქვამთ, რომ არ შევდრკებით და
90 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპში ვითამაშებთ.

შევეცდებით, ბალანსირებული ფეხბურთი ვაჩვენოთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. მატჩის მიმდინარეობისას ყოველთვის საჭიროა ცვლილებების განხორციელება".

"საბურთალოსა" და "არარატ არმენიას" მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაცო, ისთქვით თქვენა - სოფლის ნატურალური სუჯუკი (սուջուխ) ჩამეიტანეთ თუ არა?
kote
03:30 14-08-2019
3
სხვათა შორის არარატმა პირველ თამაშში ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთი ითამაშა.განმეორებითი მატჩისათვის ,ისინი უფრო შეთამაშებულები,ფიზიკურად უკეთ მომზადებულები იქნებიან და მათთან თამაში,სრული კონცენტრაციის გარეშე,სულ ადვილად შეიძლება დამთავრდეს წაგებით.საბურთალოს თვითონაც სჭირდება სრული მობილიზაცია და მის გულშემატკივარსაც.
სოსო
10:36 14-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული