"არარატ-არმენიას" ფეხბურთელი: გამარჯვების კარგი შანსები გვაქვს

AutoSharing Option
"არარატ-არმენიას"  ფეხბურთელმა როშდი აჩენტემ, რომელიც  პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ ვარდან მინასიანთან ერთად იყო,  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"საბურთალოს" შესახებ იმას ვფიქრობ, რომ ჩვენი ოპონენტი კარგი გუნდია. ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველოდება წინ. ჩვენ "საბურთალოს" თამაშის რამდენიმე ვიდეოჩანაწერი ვნახეთ, ვიცნობთ გუნდს, ვიცით მათი სუსტი მხარეები და იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებას მივაღწევთ. პირველ შეხვედრაში, პირველი ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, 60 წუთის განმავლობაში კარგად გამოვიყურებოდით და 3 წუთში წავაგეთ თამაში. ვიცი, რომ ადვილი არ იქნება, თუმცა, ვთვლი, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვების ძალიან კარგი შანსები
გვაქვს", - განაცხადა მაროკოელმა ფეხბურთელმა, რომელიც "ვიტესში" გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი იყო.

"საბურთალოსა" და "არარტ-არმენიას" შორის შეხვედრა დღეს, 14 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებს ბილეთების 1 ლარად შეძენა tkt.ge-ზე შეუძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საინტერესოა რა ანგარიშით უნდა მოუგო ამათ რომ აღარ იტარტარონ)))
ბათუმის ფანი
14:04 14-08-2019
0
Aრარატ ჰუპტურ
David
13:54 14-08-2019
2

სიახლეები პოპულარული