კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
საბურთალომ დღეს ჩამარხა ისედაც დამარხული ქართული ფეხბურთი
???
14 აგვისტო 2019 22:02
1
ტოტალიზატორზე ყომარი იყო, საბურთალოს მფლობელი ფულის დიდი მოყვარული კაცია მინისტრობის დროსაც ეტყობოდა თითქმის ყველა ტენდერში ცდილობდა ცხვირის შეყოფას და ფულის შოვნას, მაგარი ჩააწყვეს და კაი გვარიანადაც ფულს იშოვიდნენ
dinamo
14 აგვისტო 2019 22:03
3
ეს რაც მათ გააკეთეს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ვისაც მოუწოდებენ რომ ამ ლეშებს ვუგულშემატკივროდ. ეს არის არა ჩემი ან ვინმეს მთელი ქვეყნის დაცინვა!
GIORGI
14 აგვისტო 2019 21:57
0
ეს რა გააკეთეთ! რა უნდა ვთქვა არც ვიცი, ძალიან გაბრაზებული და ზიზღი მაქვს თქვენ მიმართ ამ წამს
ara
14 აგვისტო 2019 22:00
0
კიდევ ერთხელ ჩამიჯვეს ხასიათში, ჩემ თავს ვეუბნები შევეშვა ქართულ ფეხბურთს, მაგრამ... გულისდაწყვეტის მეტი ამათგან არაფერი მახსოვს და.... აქაც მიგრძნობდა გული ცუდს, რომელი თამაში ითამაშეს ნორმალურად გასვლაზე შერიფთან პირველი თამაშის გარდა? არაფერი გვესაქმება ევროტურნირებზე ქექონ ეხლა ჩელე არენის ქვა-ღორღი, ფუ თქვენი...
Levani
14 აგვისტო 2019 22:00
0
Haa lomebo gaaketet erti wlis xelfasi ert tamashshi? Dagajvit ytavmoyvareo tavebze.xalxs stadionze misvlisken ra namusit mouwodebt tqve chatlaxebo
Misha
14 აგვისტო 2019 22:01
0
აკი იწინასწარმეტყველეს უკრაინელებმა გაყიდულია თამაშიო
რუსთავი
14 აგვისტო 2019 21:59
1
ე ბიჭო არ შეუძლიათ და რა ქნან? მიწაექით ბიჭებო ჭამას, კლუბებს, X5 იყიდეთ-გლიჯეთ გაზი და სხვა დაიკიდეთ. ეგაა ქართველობა. აბა იმ რაგბისტებს და მოჭიდავეებს ხო არ დაემსგავსებით ქვეყნისთვის რო უძგერთ გული.
d
14 აგვისტო 2019 22:42
6
ამათ რომ თავი ფეხბურთელები გონიათ ერთი გაუვარდათ შერიფთან თორე არც შერიფს უნდა გასცდენოდა ასეთი ჩემპიონები რომ გვყავს იმიტომაა რომ ადამიანს სტადიონისკენ გახედვა არ უნდა
antaress
14 აგვისტო 2019 22:01
0
ქვეყანას ყიდიან დგეს ქართველები თამაში თუ გაყიდე მერე რა
ირაკლი
14 აგვისტო 2019 21:59
1

სიახლეები პოპულარული