
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა "არარატ არმენიასთან" და გათამაშებას გამოეთიშა.
სომხეთში ზეიმია - სახლში 1:2 წაგების შემდეგ არავინ ელოდა, თუ მათი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდოდა და აღფრთოვანებულები არიან.
sport.news.am/arm-მა "არარატ არმენიას" გამარჯვებას დამაჯერებელი უწოდა, გულშემატკივრებს მეოთხე ეტაპზე გასვლა მიულოცა და "დუდელანჟთან" მოგება უსურვა.