კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ეგეც თქვენი ქოცების განვითარებული ფეხბურთი , ვაი რო ქვეყანაც იგივე წუმპეში ჩაძირეს ... ფუი იმათ აწი თქვენ ვინც მოგემხრობათ ...
სიმართლე
14 აგვისტო 2019 23:14
19
ქოცების ბრალია,არა? ე.წ. "პრასტრელის დროს საჯარიმოს გარედან შიგნით რომ ფეხბურთელი არ შედის, შეტევის დროს,რომ "მოიფიქრებს" "ჭკვიანი" კოხრეიძე და საჯარიმოს მიახლოებული უკან აკეთებს პასს, ჯიუტად რომ მარცხენა ფრთას ტვირთავენ და ამ დროს კი მარჯვენა ფრთაზე მალი შესანიშნავად ირჯებოდა (ერთადერთი კაცი რომელმაც ყველა მოგებულ-წაგებული მატჩი მაღალ დონეზე ითამაშა), ეს კიდევ ყველაფერი არაა, ბიძინას დააბრალეთ თქვე მართლა უტვინოებო
gela 67
14 აგვისტო 2019 23:29
15
კობიაშვილი უნდა გადადგეს
Dato
14 აგვისტო 2019 23:13
9
კობიაშვილი რას ეყოფა. სალომე ზურაბიშვილი, ტრამპი და კიმ ჩენ ირიც უნდა გადადგნენ
გიორგი
14 აგვისტო 2019 23:15
16
გასკდა გული,აღარ შემიძლია უკვე!!!თქვენ ხომ არ უნდა შემიწიროთ ბოლოს და ბოლოს?!თქვე უჯიგროებო ის მაინც არ გახსოვთ ვისი გორისანი ხართ?!ამათთან უნდა მოგეკლათ თავი,ჩაგედოთ სული და გული,სისხლის ბოლო წვეთამდე და ძვლების მსხვრევამდე უნდა გებრძოლათ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაგეგოთ!!!უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოსა და ქართულ ფეხბურთს!!!თქვენ არ გეტყობოდათ ბრძოლის ჟინი და თავდადება!!!ვიცი,რომ თქვენც არანაკლებ განიცდით ამ მარცხს და გულწრფელად მებრალებით და გითანაგრძობთ,მაგრამ ისე ვარ გამწარებული,რომ განუგეშოდ ისიც კი არ მემეტება!!!გრცხვენოდეთ!!!
Alex.F
14 აგვისტო 2019 23:11
3
კობიაშვილი უნდა ჭავიდეს
David
14 აგვისტო 2019 23:08
10
..მაგრამ მისმა პატრონმა როგორი სპორტული ობიექტებიც აშენა მინისტრობისას (იშლება უკვე) ისე აშენებს ამ გუნდსაც.
zviads
14 აგვისტო 2019 23:08
1
ეხლა ქონდა შანსი საბურთალოს, რომ გულშემატკივარი შეეძინა და ხალხის პატივისცემა დაემსახურებინა, მაგრამ...
zviads
14 აგვისტო 2019 23:05
1
60 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ, მიყვარს ჩემი უბანი. დღეს ამათმა შემაზიზღეს სიტყვა „საბურთალო“
Alexandre
14 აგვისტო 2019 23:05
2
რომ ვწერდი ტირასპოლში 3-0 მოგება ფოკუზი იყო მეთქი თურმე ერევანში მოგებაც ფოკუზი არ ყოფილააა.მაგრად კი შევეჭვდი,იქ მეორე ტაიმში საბურთალოს უეცრად გააქტიურების და არმენიას ჩაძინებით,მაგრამ ქართულ გუნდზე სულ ცუდს ხომ არ დაწერ მეთქი.სად ხარ ერთი შენ მეგობარო ჭკუას რომ მარიგებდი-"კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და შენ მათზე სულ ცუდს წერ,ალბათ ეს არის მარტო შენი მოტივაციაო,წერე და იკითხეო".:) თავიდანვე მივხდი,რომ ყომარობდნენ და აბა კაის დავწერდი?
გიოშა
14 აგვისტო 2019 23:02
2
ძალიან მონდომებულად, წაგების მიუხედავად შეიძლება ითქვას კარგადაც ითამაშეს! უბრალოდ დღეს იღბალი-ფორტუნა მოწინააღმდეგის მხარეს იყო! თუ სეზონის შემდეგ არ დაიშლება პერსპექტიული გუნდია და თავის სიტყვას იტყვის!
aburjga
14 აგვისტო 2019 23:00
59
კაი რა ღადაობ ვის რად უნდა ასეთი სამარცხვინო გუნდი დღესვე დაიშალოს ჯობია
912
14 აგვისტო 2019 23:06
3
ძალიან კარგათაც გვაქვს სპორტი , რაგბი...ამდენი მსოფლიოს თამაში და თანაც ისე რომ ადამიანს გრამაყება, კალათბურთი ამდენი ევროპა და .. იქაც საამაყოდ არ გრცხვენია რომ შენი ნაკრებია, აგერ წყალბურთელები... მოკლედ ნუ ვფლანგავთ ფეხბურთში ფულს... მივცეთ იმათ ვინც იმსახურებს, ჯიგარი აქვს და გვასახეებს. დავწეროთ პეტიცია და მოვაწეროთ ხელი გულშემატკივარმა. გვეყოფა ამდენი სულში ჩაფურთხება და ამაში თანაც ჩვენი ფული იხარჯება
დათო
14 აგვისტო 2019 22:58
7
გეთანხმები. მოვაწეროთ ხელი. საერთოდ დავშალოთ ფედერაცია და ჩემპიონატი
Alexandre
14 აგვისტო 2019 23:08
3

სიახლეები პოპულარული