გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
ბრაზილიას შიგ სან პაულუში გაუყარა გერმანიამ 7:1, თანაც მსოფლიო ჩემპიონატის იმ ნახევარფინალში, რომელსაც ბრაზილიელები 64(!!!) წელი ელოდნენ... დიდი რამე ვიღაც ჭიაბრიშვილის საცოდავმა გუნდმა თუ წააგო. არც ის იყო გუნდი, ვისთანაც წავაგეთ და არც ის ვინც წააგო. აქ სულ სხვა რამ იყო მთავარი. პირით მიწა უნდა მოეხნათ და ეს თამაში არ წაეგოთ, მაგრამ ამათ არც სისხლი აქვთ, არც კაცობა, არც ღირსება და არც სამშობლოს სიყვარული, ამიტომაც ჩაისვარეს
ლაშა
16:22 16-08-2019
1
მთელი ცხოვრება ქართულ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ, ისე როგორც ყველაფერს ქართულს. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, ყველაფრის სათქმელად არც ადგილი მეყოფა და არც დრო ლექსიკის შესარჩევად...ფეხბურთი მარტო სპორტი არასდროს ყოფილა ჩვენთვის, კომუნისტების დროიდან ის იყო ქართველების ნიჭიერების და თუ გინდა ღირსების გამოვლენა. ჩვენი სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებიც წარმატებით ართმევდნენ თავს ამ საქმეს. ამიტომაც ვათენებდით ღამეებს თამაშების მოლოდინში.მეშინია უკვე ვთქვა რამდენი ათეული წელია ლაფს ასხამთ ქართულ ფეხბურთს.ეს ეხება ზოგადად, რომ ვთქვათ ფეხბურთში დასაქმებულ პირთა (ფედერაცია, ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული ნაკრებების მწვრთნელთა, კლუბების მეპატრონეების) 99 მთელსა და 9 მეათედს. ეს არის ზერელობის და არაპროფესიონალიზმის ნაზავი,რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს არც ქართველობასთან და არც ღირსებასთან(ამ ,,ცნებების" განმარტებაც კი ვგონებ უცხოა თქვენთვის) გუშინწინდელი შეხვედრა ზემოთხსენებულის ნათელი მაგალითია. მე არ ვფიქრობ რომ ეს ტოტალიზატორთანაა კავშირში,ეს თქვენთვისაც კი მეტისმეტად მეჩვენება, უბრალოდ ,,არარატთან" შეხვედრა იყო დემონსტრაცია თქვენი ქვეყნის უპატივცემულობის, უჯიგრობის, არაპროფესიონალიზმის და უთავმოყვარეობის. აქ კი ჯობია გავჩერდე...იმედია დაბეჭდავთ...
პეტრე
10:36 16-08-2019
1

სიახლეები პოპულარული