ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა "არარატ არმენიასთან" და გათამაშებას გამოეთიშა.
რა თქმა უნდა, სომხეთში გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავენ. armsport.am/hy ამ მოგებას ისტორიულს უწოდებს:
"ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია. "არარატ არმენიამ" ისტორია დაწერა და პლეი-ოფში გავიდა.
ვარდან მინასიანის გუნდმა ორი გოლი გაიტანა, ბოლოს მეტოქის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა.
სომხური ფეხბურთის ისტორიაში ჩვენი გუნდი პლეი-ოფში პირველად გავიდა, სადაც "დუდელანჟს" შეხვდება".