ეს ექსკლუზიური კადრები ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა - "არარატ არმენიასთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში დამარცხების (0:2) შემდეგ სტადიონის გასასვლელთან უკმაყოფილო გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი მოხდა.
"საბურთალო" ერევანში მოგებული შეხვედრის (2:1) შემდეგ მოულოდნელად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამარცხდა, გათამაშებას გამოეთიშა და ამან ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია.