ალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "არარატ არმენიასთან" "საბურთალოს" მარცხს (0:2) სოციალური ქსელით თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა:

"საბურთალომ" რაც ქნა, ზუსტად ამის გამო აღარ მიყვარს ფეხბურთი და ზუსტად ამიტომაც ჭკუა მეკეტება რაგბიზე!

ბრძოლის ჟინი და თავდაუზოგაობა მომწონს ჩვენს მორაგბეებში. ჩვენი წინაპრები ეგეთებად წარმომიდგენია! ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ტოტალიზატორებსა და მაქინაციებში ჩართული ხალხის გასაქანი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ.

ქართული რაგბი ღირსება და თავგანწირვაა, ქართული ფეხბურთი - უღირსობა და გულისრევა. ჩემი მშობლიური საბურთალო მაინც არ გერქვათ და ქარაქუცები
ან რამე ეგეთი მაინც დაგერქვათ".

მკითხველის კომენტარები / 28 /
მოვითხოვთ კანონით აიკრძალოს ფეხბურთი საქართველოში!
2
ელისაშვილი და ბევრი მისი მსგავსნი, როლებიც საქართველოს პირველობაზე მისვლასაც კი არ კადრულობენ, ეხლა მავნე ჭორაობით არიან დაკავებულნი... რომ დაასამარონ ფეხბურთი საქართველოში.
Teimurazi
18:51 18-08-2019
3

სიახლეები პოპულარული