გოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "საბურთალოსა" და "არარატ-არმენიას" შორის ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის 93-ე წუთზე მასპინძლების გოლი არ ჩათვალეს.

მაგ დროისთვის "საბურთალო" 0:2-ს აგებდა. გოლი გიორგი რეხვიაშვილმა გაიტანა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა ალამი ასწია და თამაშგარე დააფიქსირა. გამეორების ხილვის შემდეგ ზუსტად დადგენა რთულია, ნამდვილად იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა.

რეხვიაშვილის გოლი რომ ჩაეთვალათ, "საბურთალოს" შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებოდა.

მატჩი კი "არარატ-არმენიას" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა და სომხები ორი მატჩის ჯამში ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდნენ.

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა

არაფერი რომ არ შერჩენიათ

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყენიამ საპენსიოში განცხადება შეიტანა ნეტა, თუ უკვე არ ეკუთვნის?!
ბარაქა
15 აგვისტო 2019 20:53
0
აშკარა თამაშგარეა
გია
15 აგვისტო 2019 15:16
1
ამათმა მხოლოდ კოკინების დაყენება იციან კარგად
უსაშველო
15 აგვისტო 2019 14:27
0
რათქმაუნდა თამაშგარეა ნუ ცდილობენ სხვას გადააბრალონ თავიანთი უსუსურობა
guga
15 აგვისტო 2019 13:29
0
არანაირად არ ვამართლებ ფეხბურთელებს თუმცა 65 ე წუთამდე რომ არარატ არმენია მესმოდა მხოლოდ... მაყურებელსაც მოეთხოვება .. სომხეთში უფრო ისმოდა ჩვენი ხმა სავსე სტადიონზე ვიდრე აქ... მზესუმზირა ღუპავს ქართულ ფეხბურთს...
A
15 აგვისტო 2019 13:17
8
დააბრალე ახლა შენ მზესუმზირას ამათ თამაში არ იცოდნენ)))
სოლარი
15 აგვისტო 2019 14:14
4
რა მნიშვნელობა აქვს იყო თუ არა,თუ თავიდანვე ჩაწყობილი იყო.
nika
15 აგვისტო 2019 11:09
3
100% თამაშგარეა, ფეხის პასის შემდეგ ჩვენ ფეხბურთელის თავიდან მიდის ბურთი. სამწუხაროდ თამაშგარეა რა.
zaza
15 აგვისტო 2019 11:06
0

სიახლეები პოპულარული