2019 წელს, 6-10 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში საერთაშორისო ტურნირი 14 წლამდე ფეხბურთელებს შორის Ajara Cup 2019 გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი, 4 ქართული და 4 უცხოური მიიღებს.
ქართული გუნდებია:
- "დინამო თბილისი"
- "დინამო ბათუმი"
- სფფ აკადემია
- "საბურთალო"
მოწვეული გუნდები არიან:
- "ვალენსია"
- პსვ ეინდჰოვენი
- განის ნაკრები
- ბაბელსბერგი 03
ტურნირი ანგისას ბაზაზე ჩატარდება. ორი 4-გუნდიანი ჯგუფი იქნება. ჯგუფიდან პირველ-მეორეადგილოსნები გავლენ. გათამაშდება ერთიდან 8-მდე ადგილები.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები იქნება 35-წუთიანი, ნახევარფინალი და ფინალი - 40-წუთიანი. ფინალური შეხვედრა ანგისას ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე გაიმართება.
5 ოქტომბერს კი გუნდები ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის ეროვნული
ლიგის 30-ე ტურის შეხვედრას დაესწრებიან.
პროექტის ორგანიზატორები არიან: აჭარის ფეხბურთის ფედერაცია, აჭარის სპორტის დეპარტამენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, აჭარის მთავრობა, ფეხბურთის განვითარების ფონდი, შპს "სპორტ სოლუშენი", თავისუფალი ფეხბურთი.
ტურნირი რეგულარული ხასიათის იქნება და ყოველწლიურად ჩატარდება.