მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

AutoSharing Option
უეფას მედიაოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ "ფეისბუქზე" თბილისის "საბურთალოს" პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

გთავაზობთ კვარაცხლიას პოსტს უცვლელად:

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცი ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელმაც უამრავი დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო გუშინ იმ ხალხისგან, ვისაც ფეხბურთი მარტო ნაკრებებისა და ევროთასების დროს ახსენდება... 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა:
1) ფკ საბურთალო 2003 წელს დაიშლებოდა...
2) სამედიცინოს სტადიონზე (ბენდელა) კორპუსები იდგებოდა...
3) გლდანის ოლიმპიურ ცენტრში ორი დიდი და ერთი პატარა სტადიონის ნაცვლად საკორპუსეთი გაჩნდებოდა...
4) ტარიელი თავისი ბიზნესიდან უხდის ხელფასს 50-მდე მწვრთნელს, ექიმს, აგრონომს, მასაჟისტს, დაცვის მუშაკს, კლუბის პერსონალს...
5) სწორედ ტარიელის დამსახურებით 800 ბავშვი დადის საბურთალოსა და გლდანში ფეხბურთზე და ქუჩაში არ დაყიალობს...
6) რა თქმა უნდა, წარუმატებლობაში ყველა დამნაშავეა, მაგრამ გუშინ სტადიონზე მსხდომო 12 000 მაყურებელო, როგორ გვაჯობა ქომაგობაში 50-მა სომეხმა ფანმა??????????????
7) 2003 წლიდან 45 დიდი (!!) მოედანი რომ გასხვისდა და გაიყიდა თბილისში, მაშინ სად იყავით? იცით, რომ ამის გამო თბილისში 10 000 ბავშვით შემცირდა ფეხბურთელთა რაოდენობა და 10 000 ნარკომანი მოემატა ქალაქს?
... ამიტომ ჯერ პირი გამოირეცხეთ და თქვენი ჯიბიდან ამოღებული ერთი ლარი მანახეთ ფეხბურთში ჩადებული!!!"

Sportall.Ge

"საბურთალო" 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიშით 0:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა. არადა, ქართულმა კლუბმა სტუმრად 2:1 მოიგო.

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
მამუკა ის კატეგორიაა წინა ფედერაციას რომ ყველაფერში აკრიტიკებდა და ახალზე აუგს რომ ვერ დააცდენინებ.
წინა ფედერაციისგან განსხვავებით ახალი ბევრად დიდ ფულს ნთქავს.

პატრიოტობა 7 შვილის ყოლა კიარაა, პატრიოტობაა თანამდეობაზე რომ ხარ და წილში არ ჩაუჯდები საკუთარ ხალხს
1234
15 აგვისტო 2019 21:48
7
მერედა რა შუაშია მართმადიდებლბა და 7 შვილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
me
15 აგვისტო 2019 21:11
3
ტარიელ ხეჩიკაშვილისნაირი ნეტავ ბევრი გვყავდეს კიდევ!
Merlo
15 აგვისტო 2019 20:55
41
ხომ არ დადგა დრო მოვითხოვოთ იმ 250 მილიონიანი (ანუ ჩვენი ფულის) პროექტის შეჩერება?
zviads
15 აგვისტო 2019 20:26
4
მართალია, 250 მილიონით რამდენი გაკეთდებოდა, მაგალითად, სოფლის მეურნეობისთვის, ჩემპიონთა ლიგას მაინც ტელევიზორში ვუყურებთ და სოფელი რომ მოძლიერდება მერე უკეთესი ფეხბურთელები წამოვლენ რეგიონებიდან.
ილიკო
17 აგვისტო 2019 11:50
0
ბიუჯეტიდან რომ ერიცხება ქართულ ფეხბურთს დახმარება საინტერესოა ვისი ფულია... 1 ლარი კი არა მილიონები მიაქვს ქარს
პაპა
15 აგვისტო 2019 19:57
3
გადაგიშენდა შენი ფარისეველი თავი! შენნაირი ჟურნალისტები ღუპავენ ამ ქვეყანას. მშიერმუცელა მონა ეს! ეს წაგება როგორ უნდა გააპრავო? რა სადღეგრძელოებს წერ? გაგიტკბა ხომ ფედერაციის ფულები? ადმინს ვთხოვ, გაანებოს თავი ცენზურას და გამოაქვეყნოს კომენტარი. არ შეიძლება ცენზურის გარეშე ისაუბრო მსგავს მედროვეებზე. შენ არ იყავი ახალკაცს რომ ლანძღავდი ? (ზოგჯერ სამართლიანადაც). ახლა გაძეხი ხომ? სადაა პროგრესი? ანდორის ნაკრების და გაბალას დამარცხებაა პროგრესი? ამისთვის ღირს 250 მილიონის გადაყრა ამ დამშეულ ქვეყანაში?
1234
15 აგვისტო 2019 19:40
2
ხეჩიკაშვილი თუ თავისი ჯიბიდან უხდის ფულს შენ ჩვენი ჯიბიდან გიხდით და ჯობია პირი შენ გამოირეცხო სანამ ჩვენ კრიტიკას დაიწყებ. გასაგებია?
a.a.
15 აგვისტო 2019 19:33
1
ეს თამაში ტოტალიზატორში გაყიდული რომ გვგონია, მაგიტომ არის ასეთი ამბავი, თორემ მანამდე ყველა ტაშს უკრავდა საბურთალოს და აქებდა ჭიაბრიშვილს. ახლაც ტაშს დავუკრავდით რომ ებრძოლათ. სხვაგვარად როგორ ავხსნათ ასეთი უიაზრო თამაში და მე-2 გოლის დროს კოხრეიძის უაზრო პასი თავდასხმიდან დაცვის ცენტრში, რასაც რეხვიაშვილის უაზროდ თუ შეგნებულად აკიდებული პენალტი მოჰყვა. ეს არის მიზეზი ხალხის გამწარების თორემ ვის არ წაუგია.
ტოტალიზატორბურთი
15 აგვისტო 2019 19:33
1
Tarielas marto bavshvebis keteba gamodis kargat ..egec saqmea
Nino
15 აგვისტო 2019 19:13
0
ქართველებო ციყვები ხართ. გაისუსეთ და ხმა არ გავიგო თქვენი.
გიორგი
15 აგვისტო 2019 19:12
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული