15 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი თბილისის "დინამოსა" და "ფეიენოორდს" შორის 0:0 დასრულდა.
როტერდამში 0:4 წაგების გამო საპასუხო შეხვედრა, პრაქტიკულად, ოდენ ფორმალობად იქცა და ცარიელ სტადიონზე სათამაშოდ "დინამო" 5-4-1 ტაქტიკით გავიდა, რომელიც შეტევისას 3-6-1-ად ტრანსფორმირდებოდა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატეობას და ანგარიშის გახსნა უკვე მე-10 წუთზე შეეძლოთ - ისევე, როგორც "დე კუიპზე", კვლავ ჩავარდა დაცვის მარჯვენა ფრთა, სადაც ნარსინგი გაიჭრა, ლარსონს უპასა და ამ უკანასკნელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს.
თამაში საშუალო ტემპში მიმდინარეობდა და ალბათ, უფრო
ანტურაჟის გამო, საკონტროლო მატჩს დაემსგავსა.
26-ე წუთზე შესანიშნავი შანსი მიეცა ქარდავას, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასვლისას ვერ მოახერხა გოლის გატანა. შემდეგ შენგელიას გადაცემულ ბურთს კარის წინ ქავთარაძე ვერ შესწვდა და მეორე მომენტი გაცუდდა.
მოკლედ, ყველაფერი როტერდამული გუნდის სცენარით მიმდინარეობს და ლოგიკური დასასრულისკენ მიდის.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - ფეიენოორდი
დინამო: პერალესი, მონხილი, მეჯუბი, კობოური (შიშკა 37), რუხაია, ქიმაძე, პაპავა, ნინუა, ქარდავა, შენგელია, ქავთარაძე
ფეიენოორდი: ვერმეერი, ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბურგერი, ბერგჰუისი, ტაპია, კოკჩუ, გეერდტრუდა, ნარსინგი, ლარსონი