"დინამო" "ფეიენოორდს" დაუზავდა და ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ უშედეგოდ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის "დინამოსა" და "ფეიენოორდს" შორის 1:1 დასრულდა.

როტერდამში 0:4 წაგების გამო საპასუხო შეხვედრა, პრაქტიკულად, ოდენ ფორმალობად იქცა და ცარიელ სტადიონზე სათამაშოდ "დინამო" 5-4-1 ტაქტიკით გავიდა, რომელიც შეტევისას 3-6-1-ად ტრანსფორმირდებოდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატეობას და ანგარიშის გახსნა უკვე მე-10 წუთზე შეეძლოთ - ისევე, როგორც "დე კუიპზე", კვლავ ჩავარდა დაცვის მარჯვენა ფრთა, სადაც ნარსინგი გაიჭრა, ლარსონს უპასა და ამ უკანასკნელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს.

თამაში საშუალო ტემპში მიმდინარეობდა და ალბათ, უფრო ანტურაჟის
გამო, საკონტროლო მატჩს დაემსგავსა.

26-ე წუთზე შესანიშნავი შანსი მიეცა ქარდავას, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასვლისას ვერ მოახერხა გოლის გატანა. შემდეგ შენგელიას გადაცემულ ბურთს კარის წინ ქავთარაძე ვერ შესწვდა და მეორე მომენტი გაცუდდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვან დერ ჰეიდენის შეცდომით შენგელიამ ისარგებლა და "დინამო" დააწინაურა. თუმცა, "ფეიენოორდმა" მალე გაიტანა საპასუხო გოლი - ნაკუთხურალ ბურთზე ბოტეგინმა მეორე სართულზე მეურვე დაჯაბნა, ძლიერად ვერ დაარტყა, მეჯუბმა მარტივი სიტუაციიდან ბურთი ვერ აიტანა და ბოტეგინმა პერალესის კარი დალაშქრა.

მერე მომენტი შენგელიამ ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კი ნარსინგმა ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს.

ბოლოს ტემპი კიდევ უფრო დაეცა, თამაში უინტერესო გახდა, ბანისმა ვერ უწია მიზანს, მატჩიც დასრულდა და  დასრულდა ქართული საკლუბო ევროსეზონიც - სამწუხაროდ, ისევ უშედეგოდ.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - ფეიენოორდი 1:1
გოლები: 1:0 შენგელია (52), 1:1 ბოტეგინი (57)

დინამო: პერალესი, მონხილი, მეჯუბი, კობოური (შიშკა 37), რუხაია, ქიმაძე (აზაროვი 80), პაპავა, ნინუა, ქარდავა, შენგელია, ქავთარაძე (იაშვილი 69)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ჰეპსი (მალაკია 69), ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი (კელი 69), ბურგერი, ბერგჰუისი (ბანისი 79), ტაპია, კოკჩუ, გეერდტრუდა, ნარსინგი, ლარსონი

altფელის ვისენტე: ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ
მკითხველის კომენტარები / 13 /
დაფე, კუტალია, კარიკარი, არცერტი თავდამსხმელი დაცვითი ფეხბურთი ისევ ეს ტავმდასხმელები სად იყვნენ რატომ არ ყავდა განაცხადში, დაგვცინით?!... 4 : 0 ცაგებული გვქონდა და მაგიტომ არ იყვნენ განაცხადშI ტუ ტრანვირებულები იყვნენ , არაფერი დაცერილა მათზე თუ მოკლედ ვერ გაიგებ ვისი ვისაშIა რა რისკიანი და გაბედული ფეხბურტი ტუ არ ითამაშE ან ტაქტიკურად ვერაფერს მიაგცევ ესეტი ფეხბურტიტ, ქავთარაძე რომ დაუყენე 160 190 მცველებს რა უნდა გააკეთOს )))
va-le
16 აგვისტო 2019 13:32
0
ისევ უშედეგოდ დასრულდაო, რომ გამოაჭენეთ სათაურში - რაო თასის აღებას ელოდებოდით?
რეალისტი
16 აგვისტო 2019 12:06
0
უეფას რეიტინგში ოდნავ წინ წავიწიეთ ესეც შედეგია და ყოველ წელს უნდა ვეცადოთ რომ უფრო უკეთესები ვიყოთ
მალხაზი
16 აგვისტო 2019 10:19
1
მეტი უნდა მოენდომებინა დინამოს. შეიძლება წააგო, მაგრამ უნდა იბრძოლო. ამას გამართლება არა აქვს. თავმოყვარე გუნდი დაძლევდა შიშს და გაიბრძოლებდა.
ისე, გუნდს სერიოზული პროგრესი აქვს და გაისად შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება, ოღონდ ფსიქოლოგიურ მომზადებას უნდა მიხედონ.
თენგაბი
16 აგვისტო 2019 06:59
1
ამ გაისად გაისადის ძახილში მაგრები ხართ, გგონიატ შეიცვლება რამე გაისად?
123
16 აგვისტო 2019 12:25
0
დინამო არარატს გააცამტვერებდა (
Garay
16 აგვისტო 2019 01:40
2
რას ნიშნავს უშედეგოდ დასეულდა ? ბოლო 10 წლის მანძილზე საუკეთესო ქულათა რაოდენობა დააგროვეს და ეს არაა შედეგი ? გასაგებია ვერ გავედით ჯგუფურ ეტაპზე და საბურთალომაც ის თამაში წააგო რომელიც არ უნდა წაეგო, მაგრამ ასე ყველაფერზე ხაზის გადასმა და უშედეგობის თქმა არაა სწორი.
QT
15 აგვისტო 2019 23:18
38
ასეთმა მიდგომამ მივიყვანა დღვანდელ დღემდე, უკვე შევეგუეთ იმას, რომ ქართული კლუბები, აგვისტოშივე ეთიშებიან ევროპულ საკლუბო ფეხბურთს. რა არის კარგი შედეგი?
QT-ს
16 აგვისტო 2019 09:22
0
ფრე არაა ცუდი. დინამოს გარდა ფეიენოორდთან ვერცერთი სხვა ქართული გუნდი ფრეს ვერ გააგორებს. თუნდაც უმოტივაციო ფეიენოორდთან.
მურმანი
15 აგვისტო 2019 23:17
7
გოლის მომენტში ბოტეგინმა მეურვე დაჯაბნა.რას ქვია დაჯაბნა?ოთხი მცველი იდგა და გაუნძრევლად,მაგრამ ინტერესით შეჰყურებდა,ბოტეგინს,რას იზამდა და როგორ გაიტანდა,ბურთზე ბრძოლა და ახტომა კი არა,საერთოდ არავინ გატოკებულა.მადლობა ფეინოორდს,რომ აღარ მოინდომეს და გოლი აღარ გაგვიტანეს.ჩვენ სამჯერ გაგვიშვეს პირისპირ და მხოლოდ ერთხელ შევძელით გატანა.ამას უკლასობა ჰქვია,კარში თუნდაც მსოფლიოს საუკეთესო მეკარეც რომ იდგეს.ეს 0,125 ქულა,მომავალში გამოგვადგება.
სოსო
15 აგვისტო 2019 22:54
0
და აუცილებლად ქართველები. გაახალგაზრდავებაო ესაო ისაო სად არიან ახალგაზრდები 2-3 კაცია.
ddgfdf
15 აგვისტო 2019 22:49
0
რამდენიმე მოუმატებს და ახალი ხალხი უნდათ.ამ ხალხით ვერ გაქაჩავენ.
ddgfdf
15 აგვისტო 2019 22:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული