ფელის ვისენტე: ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ

AutoSharing Option
"ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის (1:1) შემდეგ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ისაუბრა:

"ჩვენთვის ყოველ ჯერზე, როდესაც გავდივართ მინდორზე, მთავარი მიზანი მოგებაა. ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ. არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ, დღეს მათ თავი კარგად წარმოაჩინეს.

გარემოებების გათვალისწინებით ვიყავით თავდამსხმელების გარეშე. შევეცადეთ, მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა გამოგვეყვანა. საკმაოდ კარგად შევძელით მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რამდენიმე მომენტში შეგვეძლო გოლის გატანა და ამ შეხვედრაში გამარჯვების მიღწევა.

ისევ გავაგრძელებთ იმავე ბილიკზე სიარულს, რომელზეც მივდიოდით. შენგელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა არ
ვიცი, სამომავლოდ რას აპირებს.

შენგელიას წასვლის საკითხი კლუბის სპორტული დირექტორის და მფლობელის გადასაწყვეტია. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ მე ყველაზე დიდ მნიშვნელობას კოლექტიურ თამაშს ვანიჭებ. მიმაჩნია, რომ ინდივიდუალურ თამაშზე უფრო მთავარი გუნდია. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც ევროპა ლიგის შესარჩევში თავი წარმოაჩინეს.

ვამაყობთ ამ სეზონზე ჩატარებული თამაშებით, ჩვენ რამდენიმე შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. რომ არა პირველ შეხვედრაში ის ბოლო 10 წუთი, შეიძლება ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო.

როგორც ვიცი, სატრანსფერო ბაზარი ახლა დაკეტილია. ჩვენი აზრით, არსებული შემადგენლობა ძალიან კარგია. შევეცდებით, გავძლიერდეთ შიგნიდან. ამ შემადგენლობას შეუძლია ეროვნულ ლიგაში წარმატებას მიაღწიოს. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული და ამჟამად სხვა ცვლილებებს არ საჭიროებს.

კობოურმა მცირე ტრავმა მიიღო. არ არის გამორიცხული, შემდეგ ტურში, ქუთაისში ჩასატარებელ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

წინა შეხვედრაში შულაიას პირველი ყვითელი ბარათი დამსახურებული იყო. მე მგონია, მისთვის მეორე ბარათის მიცემა არ იყო სამართლიანი. მიმაჩნია, რომ მსაჯი ზედმეტად მკაცრი იყო".

altთბილისის "დინამო" "ფეიენოორდს" დაუზავდა და ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ უშედეგოდ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსული "დ" რატო აწერია დინამოს? და ეროვნულ სტადიონს? ქართული უფრო ლამაზი არაა? ან ჩვენ რატო არ გვეკითხებიან გვსიამოვნებს თუ არა რუსული ასოები
rustavi
14:08 16-08-2019
1
მტავარი მწვრნელი ვინ არის გაირკვა?
kote
09:01 16-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული