იაპ სტამი: შენგელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა გუნდში ადგილი არ გვაქვს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ფეიენოორდი" თბილისის "დინამოს" დაუზავდა (1:1), შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კი სტუმართა გუნდის მწვრთნელმა იაპ სტამმა მოკლე რეზიუმე გააკეთა:

"დღევანდელი თამაში არ იყო ადვილი. მინიმუმ ფრე გვინდოდა და ამისთვის უშეღავათო ბრძოლა მოგვიწია, მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა.

მოედანზე მუდამ მოსაგებად გავდივართ. ჩვენ არ ვთვლიდით, რომ მარტივი მოწინააღმდეგე გვეყოლებოდა. ვაცნობიერებდით, რომ მეტოქე ბევრ დაბრკოლებას შეგვიქმნიდა. ვერ გამოვიყენეთ მომენტები და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. მხოლოდ ერთ რა
მეზე მწყდება გული, რომ მატჩის მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვიყენეთ.

მე არც ვიცოდი ის ისტორიული მაატჩი და არც არანაირი რევანშის სურვილი არ გვქონდა, ჩვენი მიზანი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლა იყო.

შენგელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მე გუნდში სხვა სტილის ფეხბურთელები მყავს. ჩვენ ნანახი გვაქვს თქვენი თამაშები, ყურადღებას ვაქცევდით იმ მოთამაშეებს, რომლებსაც შეიძლებოდა ხიფათი შეექმნათ. ზოგადად, „დინამოს“ სხვა ფეხბურთელებიც ძალიან მომწონს. ჩვენ გუნდში ადგილი არ გვაქვს და ამიტომ შენგელიაზე ვერ ვიფიქრებდით, თუმცა ამავდროულად, სხვა ფეხბურთელებზეც მინდა აღვნიშნო, რომ ტექნიკურები და სწრაფები არიან".


altთბილისის "დინამო" "ფეიენოორდს" დაუზავდა და ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ უშედეგოდ დასრულდა

altფელის ვისენტე: ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩვენი უთავმოყვარეო ჟურნალისტების კითხვები იქნებოდა იმ ე. წ. ისტორიულ მატჩზე, რაც ყველა თავმოყვარე ევროპელისთვის უკვე ანტიკური ხანის ისტორიაა, და შენგელიაზე. კომპლიმენტს ელიან უკანა თათებზე შემდგარი, რომ მერე თქვან, ევროპელებმა შეგვაქესო. მიტყდება ხან ქართველობა მაგათ შემყურეს.
ოდალა
12:34 16-08-2019
0
თამასს აგებ და სულ მეკარეზე ბურთის გადაცემა ვინ დაგმოძღვრათ, სად ისწავლეთ?
თამაზი
11:49 16-08-2019
0

სიახლეები პოპულარული