იაპ სტამი: შენგელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა გუნდში ადგილი არ გვაქვს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ფეიენოორდი" თბილისის "დინამოს" დაუზავდა (1:1), შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კი სტუმართა გუნდის მწვრთნელმა იაპ სტამმა მოკლე რეზიუმე გააკეთა:

"დღევანდელი თამაში არ იყო ადვილი. მინიმუმ ფრე გვინდოდა და ამისთვის უშეღავათო ბრძოლა მოგვიწია, მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა.

მოედანზე მუდამ მოსაგებად გავდივართ. ჩვენ არ ვთვლიდით, რომ მარტივი მოწინააღმდეგე გვეყოლებოდა. ვაცნობიერებდით, რომ მეტოქე ბევრ დაბრკოლებას შეგვიქმნიდა. ვერ გამოვიყენეთ მომენტები და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. მხოლოდ ერთ რა
მეზე მწყდება გული, რომ მატჩის მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვიყენეთ.

მე არც ვიცოდი ის ისტორიული მაატჩი და არც არანაირი რევანშის სურვილი არ გვქონდა, ჩვენი მიზანი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლა იყო.

შენგელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მე გუნდში სხვა სტილის ფეხბურთელები მყავს. ჩვენ ნანახი გვაქვს თქვენი თამაშები, ყურადღებას ვაქცევდით იმ მოთამაშეებს, რომლებსაც შეიძლებოდა ხიფათი შეექმნათ. ზოგადად, „დინამოს“ სხვა ფეხბურთელებიც ძალიან მომწონს. ჩვენ გუნდში ადგილი არ გვაქვს და ამიტომ შენგელიაზე ვერ ვიფიქრებდით, თუმცა ამავდროულად, სხვა ფეხბურთელებზეც მინდა აღვნიშნო, რომ ტექნიკურები და სწრაფები არიან".


altთბილისის "დინამო" "ფეიენოორდს" დაუზავდა და ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ უშედეგოდ დასრულდა

altფელის ვისენტე: ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩვენი უთავმოყვარეო ჟურნალისტების კითხვები იქნებოდა იმ ე. წ. ისტორიულ მატჩზე, რაც ყველა თავმოყვარე ევროპელისთვის უკვე ანტიკური ხანის ისტორიაა, და შენგელიაზე. კომპლიმენტს ელიან უკანა თათებზე შემდგარი, რომ მერე თქვან, ევროპელებმა შეგვაქესო. მიტყდება ხან ქართველობა მაგათ შემყურეს.
ოდალა
16 აგვისტო 2019 12:34
0
თამასს აგებ და სულ მეკარეზე ბურთის გადაცემა ვინ დაგმოძღვრათ, სად ისწავლეთ?
თამაზი
16 აგვისტო 2019 11:49
0
ეგაა ძმაო ზუსტად თამაშის შიში, მოედნის შიში, მოწინააღმდეგის შიში. სანამ ამ შიშს არ დაძლევენ ყოველთვის ეგეთი ქვეშაფსიები იქნებიან ეს უჯიგროები.
დათო
16 აგვისტო 2019 14:45
0
დალოცვილო 4-0 გაქვს წაგებული,ჟინი,ჟილკა,მონდომება მაინც გვაჩვენე რო პატარა გული მობრუნდეს მომავლის იმედის ნაპერწკალით მაინც....არა,11 მოსიარულე კაცი თავის ნახევარზე და 70% უკან პასი..მახსოვს,დინამო თამაშებს აგებდა,მარა ტრიბუნები ტაშით და გუგუნით აცილებდა ფეხბურთელებს,იმიტო რო ის 90 წუთი თავს არ იზოგავდენ და ნაომარი გადიოდენ მოედნიდან.
gio
16 აგვისტო 2019 11:16
1
რაო? სწრაფები არიანო? დაგვცინის ტოო?!!
კ ო მ ბ ლ ე
16 აგვისტო 2019 01:04
1
ფრის გამო არ ვიძახი ამ ყველაფერს უბრალოდ დინამო უნდა ყოფილიყო საბურთალოს ადგილზე და გავიდოდა ევროპალიგაზე ჩემი აზრით
.
15 აგვისტო 2019 23:34
7
ვერაფრით ვერ იქნებოდა. იქით მხარეს, სოხები, ესტონელები და ლუქსემბურგელები იმიტომ არიან, რომ ჩემპიონები იყვნენ თავიანთი ქვეყნის. და წილისყრა მათ შორის მიდიოდა.
alexandre
16 აგვისტო 2019 09:43
1
((( კარგით რა ეს უკვე ზედმეტია მართლაც უკვე გულის ამრევია ეს , წაგებაც ხირსეულათ უნდა მიიხო ! გინდ ჰოლანდიელებთან გინდ სომხებთან .
((((
16 აგვისტო 2019 03:31
8
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული