ad.nl: "ფეიენოორდმა" თბილისში უპრობლემოდ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა

AutoSharing Option
15 აგვისტოს ჩატარებულ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს თბილისის "დინამოსა" და "ფეიენოორდს" შორის (1:1) ჰოლანდიურ მედიაში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, რაც ბუნებრივი გახლდათ, ვინაიდან მათმა გუნდმა როტერდამში გამარჯვებით (4:0) გადაწყვიტა შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა. იქაურმა გამოცემებმა საპასუხო შეხვედრის ოდენ ტექნიკური შედეგი ამცნეს მკითხველს და მხოლოდ ad.nl-მა მიუძღვნა თამაშს მოკლე მიმოხილვა:

"ფეიენოორდმა" თბილისში უპრობლემოდ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა

თითქმის ცარიელ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები ვან ჰეიდენისა და ვერმეერის შეცდომის შედეგად შენგელიამ დააწინაურა, თუმცა მალე
ბოტეგინმა საპასუხო გოლი გაიტანა.

უეფას დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, არენაზე მასპინძელთა გულშემატკივრები არ შეუშვეს, სამაგიეროდ, შეუშვეს ჩვენი 140 ქომაგი, რომელთაც ბილეთები წინასწარ ჰქონდათ შეძენილი.

შემდეგ ეტაპზე "ფეიენოორდი" ბეერ შევას "ჰაპოელს" შეხვდება, რომელმაც "ნორკოპინგს" სძლია (1:1, 3:1)".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული