ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
ზაგრების დინამოსთან წაგების მერე ვინმემ რამე გითხრათ? გაგაკრიტიკათ ?? იმიტო რო ყველამ იცის რო გაცილებით უკეთესი გუნდია და გასაგებია რაც მოხდა... ამ კონკრეტულ შემთხევაში 1:2 სტუმრად მოგების შემდეგ გულშემატკივარმა დააფასა და მოვიდა სტადიონზე (ბოლოს მართლა არ მახსოვს ამდენი ხალხი ქართულ გუნდს ქომაგობდეს) თქვენ რა ქენით?... ამის მერე გექნებათ პრეტენზია ცარიელ სტადიონებზე და ასეც იქნება სანამ ასე გააგრძელებთ არარატისნაირ 2 წლის გუნდთან უსახურ თამაშს... ნდობა უნდა მოიპოვოთ ხალხში და ნდობის მოპოვება ასე არ ხდება... გირჩევთ რაგბის ეროვნული ნაკრების რომელიმე თამაშს დაესწროთ და დაინახოთ როგორი გულშემატკივრობა ვიცით
დაჩი
16 აგვისტო 2019 09:43
4
არა ხართ თქვენ ტარიელ ბატონო წესიერი და სუფთა ადამიანი საქმეში რომელზეც აპირებთ უეფას მიმართოთ,ჩვენზე უკეთესად იცით რა და როგორ მოხდა ამ სამარცხვინო თამაშში.ისე ცნობისთვის არ არსებობს დანაშაული რომელიც კვალს არ ტოვებს და ნუ აბოლებთ ხალხს ისიც გეყოფათ რაც აკადრეთ ქვეყანას
dato
16 აგვისტო 2019 09:37
2
ქოცი ხარ და რაც გინდა თქვა უაზრობაა ქოცი ქოცია......ასე რომ ქოცებს რააა?
ზურა
16 აგვისტო 2019 09:36
14
ნაცის სტილი იგრძნობა
sormona
16 აგვისტო 2019 13:46
5
ჩვეულებრივი უტიფარი ჩინოვნიკი ხარ!

ამ ყველაფრის მერე, პახოდუ გვეკაიფები.

თქვენ ბოლო ლურსმანი ჩააჭედეთ, ქართულის ფეხბურთის კუბოში.

მართლა მრცხვენია!
მამუკა
16 აგვისტო 2019 09:27
2
თუ გულწრფელად წუხხარ, მაშინ რეალურად უნდა დაამტკიცო გულისწუხილი და დაანახო ხალხს რომ შენც არანაკლები იმედგაცრუებული ხარ! უნდა გაუშვა ჭიაბრიშვილი!!!
lagashi
16 აგვისტო 2019 09:22
3
ვაცხადებ ტენდერს... გოგრის ან ლობიოს დათესვა სტადიონზე! ფინალში ხარ ხეჩიკ. ასე მითხრეს უეჭველი ხეჩიკამ უნდა მოიგოსო და მე რა ვქნა, ჩემი ნება რომ იყოს არც მაგას მოგაგებინებდი...
ra
16 აგვისტო 2019 08:50
3
აგვისტოს დღეები, 8 აგვისტოს დაიწყო სამაჩაბლო, 14-ში აფხაზეთი, ნუ აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონის უდიდესი წვლილი ყველას მოეხსენება, ხო და სულ რომ არ გაგეყიდათ როგორც იძახი თამაში, მოტივაცია, ანთებული თვალები სად იყო, თორემ წაგებით რეალი და ბარსელონაც აგებს, მაგრამ თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ, თქვენი პატრიოტიზმი ფულის კეთებაა ტიგრან ხეჩიკიანო და აკეთე კიდევაც, არავინ გიშლის, ოღონდ არა ქვეყნის ბიუჯეტით და ხალხის ნერვების მოშლით, არარატს 2 გოლი ჰქონდა გასატანი, უბანში რომ 11 კაცი მოაგროვო და დაცვაში ჩააყენო სწორად არჩეული ტაქტიკით, მათ ვერ გაუტანს ეს არარატი 2 გოლს. კობიაშვილო, გამოჩნდი, უკვე დროა და გვესაუბრე ჭეშმარიტ ღმერთზე
llcl
16 აგვისტო 2019 08:49
2
ეს თამაში იყო გარიგებული--ამიტომაც ხალხო აღარ მიხვიდეთ სტადიონებზე საბურთალოს თამაშების სანახავად და მით გამოვხატოთ პროტესტი ჩვენი გამწარებისათვის.
დათო
16 აგვისტო 2019 08:23
2
გამოიძიოს სამხარაულის ექსპერტიზამ ან ჩვენმა სასამართლომ და ჭეშმარიტებას გავიგებთ!
ვაი ჩვენს პატრონს
16 აგვისტო 2019 08:18
6
ისე ლაპარაკობს გეგონება იგივე,მხოლოდ საჩვენოდ კარგად დამთავრებული მატჩი "შერიფთან" არ ეთამაშოთ-იქ გაგვიმართლა,აქ ვეღარ.შეცდომები დაგაშვებული გოლები-იდენტურია.ცენტრალური მცველები ერთმანეთს ვერ უგებენ-ფეხით ვერ თამაშობენ და კიდევ ბევრი სხვაც.ამის არდანახვა ჭიაბერიშვილის და ხეჩიკაშვილის მხრიდან ცოტა სხვა რამეს ნიშნავს-ისინი გამართლებას ეძებენ-გვაბოლებენ მოკლედ.
ვაჟაt
16 აგვისტო 2019 08:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული