ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
კარგით ხალხო ნუ ილანძღებით და ნუ იშლით ნერვებს,მთავარი სათქმელი გუშინ თქვა პეტრიაშვილმა. კაცი თურმე მართმადიდებელი ყოფილა თურმე ეკლესიაში სანთელსაც ანთებს,ხანდახან, ერთი ორი შავი ჯიპიც აქვს მიყვანილი მამაოებისთვის, ფედერაციაში და მთავრობაში გაიასნებული აქვს ყველაფერი, ტენდერების ჩათვლით,ამასთან 7 შვილიც ყავს,ერთი სიტყვით ჯიგარია რაა...
ME
16 აგვისტო 2019 14:54
1
გ ა ს ვ ლ ა მ ო ი გ ე ს ა ხ ლ შ ი წ ა ა გ ე

როგორც ეტყობა მაგრად ამართლებს! შარშან ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩებშიც ხომ ასე "თამაშობდენ"! ვწერდი მაიმუნობენ მეთქი,მაგრამ...
პორტო-კრასნოდარი და ყარაბახი-აპოელი ოოოო ამას დიდი ფულის სუნის ასდის ვიდრე Khechik - ashvilisas
გიოშა
16 აგვისტო 2019 14:53
4
გ ა ს ვ ლ ა მ ო ი გ ე ს ა ხ ლ შ ი წ ა ა გ ე

როგორც ეტყობა მაგრად ამართლებს! შარშან ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩებშიც ხომ ასე "თამაშობდენ"! ვწერდი მაიმუნობენ მეთქი,მაგრამ...
პორტო-კრასნოდარი და ყარაბახი-აპოელი ოოოო ამას დიდი ფული სუნი ასდის ვიდრე Khechik - ashvilisas
გიოშა
16 აგვისტო 2019 14:46
5
ჩვენ სუფრასთან დავჯდეთ და 1981 წლის მოგებული თასით დავლიოთ ტკბილი მოგონებების:)
lasha
16 აგვისტო 2019 14:08
0
ვაი რომ ამ თახსირების გადამკიდე,ფეხბურთში ნახევარი საუკუნის წინანდელით გვიხდება თავმოწონება, უნამუსობას სანამ ზღვარს არ დაუწესებს ეშმაკი,მანამ ასე იქნება,ანუ მუდმივად.............
gela 67
16 აგვისტო 2019 16:46
0
მთავარი სათქმელი, გუშინ ითქვა ამ საიტზე და ეს გააჟღერა მამუკა კვარაცხელიამ, შეფარვით რა თქმა უნდა, სტრიქონებს შორის რომ იკითხება. მან ბრძანა, თუ რამდენ უამრავლ ხალხს ინახავს და თავის ჯიბიდან ხელფასს უხდის ყველას, მის კლუბში დასაქმებულებს. ბატონებო მისი ჯიბე ვერ გაწვდება ყველა ხარჯს, ჰოდა ამიტომ, განსაკუთრებით ევროპის ფეხბურთში მიღებულია წესი, "თამაშების გაკეთების", რადგან გაწეული დიდი ხარჯები დაფარონ და ყველაფერ ამას ხელს უწყობს UEFA -ც და თავისთავად ჩვენთან ს.ფ.ფ. -ც(ხომ ხედავთ ვერა და ვერ მოაშორა ქართულ ფეხბურთს ოთარ შენგელია), თან არც თუ უანგაროთ. ფაქტები ბევრია, გაიხსენეთ მსოფლიო ჩემპიონის რანგში მოასპარეზე საფრანგეთის მარცხი იაპონიაში, როცა კუშის ბალანსი იყო 7-1 ზე. აბრამოვიჩის "ჩელსის" დათმობილი ჩემპიონთა ლიგის თასი და ა.შ. ჰოდა გაგებით მოეკიდეთ
ალალე
16 აგვისტო 2019 14:03
4
საბურთალოს მიერ ჩატარებული ყველა თამაში წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!
თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!

ხალხო,ნეიტრალური პოზიციდან და არა გულშემატკივრის,ცივი გონებით შეხედეთ მომხდარს!

ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით იწყებენ და ამთავრებენ!!!


როდემდე უნდა გვაფურთხონ სულში???
გიოშა
16 აგვისტო 2019 12:54
9
დიზლაიკებს წერენ ტოტალიზატორების მფლობელები და ფეხბურთთან დაკავშირებული პირები!!!

შეცდომაში არავინ შეგიყვანოს საქართველო!!!
გიოშა
16 აგვისტო 2019 15:17
4
კარგი წააგე, წააგე, არავის აქვს ილუზია, რომ რომელიმე ქართული კლუბი რაოდენ სამწუხაროც არ იყოს ლიგას მოიგებდა, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი იცით რა არის, როცა ასე წაგების მერე მოდიხარ და აღელვებულ და გაღიზიანებულ გულშემატკივარს კიდე აქეთ აგინებ და თავი რაღაც განსაკუთრრბული წარმოგიდგენია, მე ნამდვილად არ ვიცი ვინ არის ის ლაწირაკი, რომელიც შავი მაისურით და კლუბის ბეიჯით კისერზე აქეთ აგინებს გულშემატკივრებს, მაგრამ ასეთი ხალხით დაკომპლექტებული გუნდის იმედი მე პირადად არ მაქვს, უპასუხისმგებლო და უზრდელი ფუნქციონერები, ყვრლას არ და ვერც შეეხება საბედნიეროთ. თქვენ ვერ გადიხართ და ტელევიზორში მაინც უყურეთ როგორ იქცევიან სხვა გუნდების ხელმძღვანელები. კიდევ ერთი მე პირადად, ახლა ამ მომენტში უფრო გამიხარდება, რომ დადასტურდეს თამშის გაყიდვა და დისკვალიფიკაცია მოგცენ, რადგან მაგას იმსახურებთ, მაგრამ თუ ეს მართლაც წააგეთ, მაშინ თქვენ სარრთოდ უნდა ჩამოგაშორონ ფეხბურთს, ვინაიდან არაფერი გაგეგებათ მასში, ყოვლად უნიათო და უსახური თამაში, ფეხბურთელები ადამიანები არიან და თუ ისინი ვერ თამაშობენ, მწვრთნელმა უნდა შეცვალოს, თუ არ აკეთებს ამას ე.ი. არ ყოფნის კომპეტენცია ამ საკითხში, თუ ამის საშუალება არ აქვს კომპეტენცია არ გყოფნით გუნდის სხვა ხრლმძღვანელებს, თუ გუნდი ფსიქოლოგიურად ვერ განეწყო ეს ყველას ჩავარდნაა, შეკრული წრეა და არავის ეყო იმის ტვიჯი ამ.მოჯადოებული წრიდან გამოვიდეს და მიდგომები შეცვალოს.
qwerty
16 აგვისტო 2019 12:49
3
ბევრი სტატია და კომენტარი წავიკითხე სხვადასხვა შინაარსის. მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, თუ რატომ ვფიქრობთ (ხალხი) რომ ეს თამაში შესაძლოა ,,გაკეთებული'' ყოფილიყო. იმ შემთხვევაში, თუ არარატი აშკარად გაჯობებდათ კლასით, ფიზიკურად, ტაქტიკურად და ა.შ, ხმას არ ამოვიღებდით. ზაგრებთან რომ წააგეთ, ვინმემ მსგავსი ეჭვი გამოთქვა? პირიქით, ხალხმა ტაში დაგიკრათ, მარცხის მიუხედავად. და რა ხდება არარატთან? გასვლაზე იგებთ 1:2-ს და გასვლაზე, არარტი ისევ სრულიად უსუსურია, საფეხბურთი თვალსაზრისით, არაფრიმქნელი გუნდი, თუმცა მას შემდგომ ეტაპზე გასასვლელად სჭირდება 2 გოლის გატანა. როგორ უნდა გაიტანოს 2 გოლი, როცა ეს არ შეუძლია? აი მივყვეთ თანმიმდევრობით, პირველი გოლის დროს, იყო ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით, არასახიფათო შეტევა, რადგან ჩვენს კარს იცავდა მეკარე და 4 მცველი, 1 მოწინააღმდეგის თავდამსხმელისგან. კეთდება ე.წ ,,პასტრელი'' და დააკვირდით ამ დროს ჩვენი მცველის ქმედებას, ნაცვლად იმისა რომ ითამაშოს მარჯვენა ფეხით და მარტივად განმუხტოს სიტუაცია, მარცხენა ფეხით სცადა ჩაჭრა, რაც თავიდანვე გათვლადი იყო, რომ დაგვიანდებოდა. (ჩემი თხოვნაა, უყურეთ მაგ ეპიზოდს და მიხვდებით რაზე ვსაუბრობ). შესაბამისად, მივიღეთ სრულიად ალოგიკირი გოლი. რა ხდება ამის შემდეგ? არარატს კვლავ სჭირდება 1 გოლი, რომლის გატანის თავიც არ აქვს. აქაც ერთვებიან საბურთალოს ფეხბურთელები, კოხრეიძე, შეტევიდან აკეთებს სრულიად გაუგონარ საგოლე პასს (ასეთი ქმედება მე არ მახსენდება ფეხბურთში) და მცველი - რეხვიაშვილი ასევე აკეთებს სრულიად უადგილო და გაუმართლებელ ვარდნას, აუცილებლად ეცოდინებოდა რომ ამ შემთხვევაში 90% პენალტს ,,აიკიდებდა''. აქედან გამომდინარე, არარატმა კი არ მოიგო თამაში, თქვენ მოაგებინეთ განზრახ, ამაზეა საუბარი. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თამაში გაკეთებული იყო, ვისაც უფრო მყარი არგუმენტები გექნებათ, მზად ვარ მოგისმინოთ.
სხვა რაკურსი
16 აგვისტო 2019 12:39
3
სრული 100% ით გეთანხმები,ერთს დავამატებდი: იგივე რეხვიაშვილის თავური დარტყმაც ნახეთ შეტევისას ბარემ,რა უცნაური მიმართულებით მოიქნია თავი,რომ "ემანდ" კარში არ წასულიყო ბურთი.....დააკვირდით და მერე დაწერეთ ვისაც უნდა აქ დისლაიქის დასმა....
gela 67
16 აგვისტო 2019 16:54
1
მარტო სიტყვიერად არა ფიზიკურად უნდა ჩაექოლათ ყველა იმის ღირსები ხართ ეხლა თუ გინდა ზედიზედ გადით ჯგუფში მაინც ფეხებზე გვეკიდებით ამ წაგებას და თუ მიცემას არ გაპატიებთ არასდროს!!!
912
16 აგვისტო 2019 12:34
1
სამარცხვინო ხარ შენი გუნდიანად.
გიორგი
16 აგვისტო 2019 12:23
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული