რომან ფიფია: როტერდამში მსაჯმა გადაწყვიტა ყველაფერი - მომავალ წელს დაგანახებთ, როგორი გუნდი გვეყოლება!

AutoSharing Option
"ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე ეტაპის განმეორებითი მატჩის (1:1) შემდეგ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ფაქტობრივად, პირველი შეხვედრის დროს მსაჯმა გადაწყვიტა წყვილში გამარჯვებულის ვინაობა. კიდევ უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ დღეს "დინამოს" სტადიონი ცარიელი გახლდათ. ხალხმა ვერ ნახა ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა.

ერთი უბედურება მეორეს დაემატა, 4 ფეხბურთელი ავად არის და თამაში არ შეეძლოთ. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში მე ბიჭებს მადლობა გადავუხადე ვაჟკაცური თამაშის გამო, ხომ დაინახეთ, 3 გოლის გატანა შეგვეძლო.

რაღაცები კიდევ უნდა ვისწავლოთ, თავი მოვთოკოთ,
არასაჭირო დროს ყვითელი ბარათები არ მივიღოთ და თუ დეტალებს გავითვალისწინებთ, მოვიგებთ კიდეც. თუმცა, როგორც ხედავთ, ფეხბურთის თამაში უკვე ვისწავლეთ და მომავალ წელს უკვე უფრო წინ უნდა წავიწიოთ.

კენჭისყრაზე ვერაფერს ვიტყვი, ყველამ ნახეთ, როგორი თამაში იყო როტერდამში. იმ მიმდინარეობით, რაც შეხვედრის მე-80 წუთამდე იყო, ალბათ 0:1 წავაგებდით; შეიძლებოდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა კიდეც, თუმცა მაქსიმუმ 0:2 წაგვეგო. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, მსაჯს ყველაფერი რომ არ გაეფუჭებინა.

მთავარია, ყველა ისე მოიქცეს, როგორც ჩვენს გუნდს შეეფერება. ჩვენ კარგი კლუბი გვყავს, წლის ბოლოს კიდევ უფრო გავძლიერდებით და მომავალ წელს დაგანახებთ, თუ როგორი გუნდი გვეყოლება!

პირობას ვაძლევ გულშემატკივრებს, რომ ბირთვსაც შევინარჩუნებთ და გავძლიერდებით კიდეც იმ პოზიციებზე, რომლებიც "გვტკივა". ეს უფრო დაცვას ეხება, თუმცა შეტევაში მომატებაზეც არ ვიტყვით უარს.

ლევან შენგელიას უნდა წასვლა, თუმცა არც დარჩენას გამორიცხავს. ამიტომ, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. შეთანხმებულები ვართ, რომ ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

მკითხველის კომენტარები / 53 /
მომავალ წელს იმედს გვაძლევს რომ კარგი გუნდი გვეყოლება და შენგელიას ყიდის. აფერისტია ეს კაცი
ფიფოს ქარვასლა
19 აგვისტო 2019 11:43
0
წლის ფრაზა - როგორც ხედავთ ფეხბურთის თამაში უკვე ვისწავლეთ - რომან ფიფია თბილისის დინამოს პრეზიდენტი 2019 წელი. დინამოს პრეიდენტი ხარ თუ უქიმერიონის? დაემუქრე ევროპას რომან? მალადეც ნაპოლეონ!!!! რამდენი წელია რაც გუნდის აშენებას პირდები ხალხს?
სირცხვილია
17 აგვისტო 2019 01:41
1
სპორტული საიტია თუ ცხოველთა სამყარო კიდე ერთი დედალი ღორი
კახა
16 აგვისტო 2019 22:16
0
ამ კაცის კიდევ ვინმეს თუ გჯერათ ყოჩაღ თქვენ. 1:1 იმიტომ მორჩა ფეინორდთან თამაში,რო იმათ არ ჭირდებოდათ ზედმეტი ოფლის ღვრა,თორემ აქაც უეჭველი მოგვიგებდნენ. ფიფია თუ გინდა ევროპა ლიგის ჯგუფი 6 კარგი ლეგიონერი ჭირდება დინამოს,კუტალია და თუნდაც შწნგელია ვერ გაიყვანს დინამოს ჯგუფში.
გოგა
16 აგვისტო 2019 20:41
0
ვის ხარჯზე აპირებ ფიფია გაძლიერებას?! "ტორპედოს ფეხბურთელები აღარ ჰყავს"!!!!
გიორგი
16 აგვისტო 2019 19:09
0
ფიფიას დახარჯული ფული მანახეთ ერთი და გაკეთებული გუნდი? სანამ ეგ ნაბოზვარი არ გააჯვავს დინამოდან მანამდე მაგ გუნდს არაფერი ეშველება!!!
შევეცი ფიფიას
16 აგვისტო 2019 18:48
1
პატარძალმა ეზო ვერ დაგავა და მრუდეაო,თავი იმართლა.ფიფია ფულს ხარჯავს დინამოსათვის და უნდა დარჩეს,მაგრამ გუნდს ნორმალური მენეჯერი სჭირდება,რომელიც მის ფულს აზრიანად დახარჯავს.გუნდს გსნვითარების გეგმა სჭირდება,სტრატეგია და არა ყოველდღიური გადახტომ გადმოხტომა.ფეხბურთელებს გრძელვადიანი კონტრაქტები უნდა დაუდომ,რომ მათი წასვლის შემთხვევაში,გუნდმა სოლიდური კომპენსაცია აიღოს.ამ შემთხვევაში ფეხბურთელების მოყვანაზეც კარგად დაფიქრდებიან და ყოველ ბირჟავიკს აღარ სტაცებენ ხელს.გრძელვადიანი კონტრაქტი,სტაბილურ შემადგენლობას ნიშნავს და სტაბილურ შემადგენლობას რამდენი შეუძლია,ჩიხურას მაგალითი გვიჩვენებს.ამ შემთხვევაში შემადგენლობის გეგმაზომიერი გაძლიერება,გაცილებით უფრო ადვილია.ამ მხრივ საბურთალო ,დინამოზე საგრძნობლად წინაა.მართალია ძალიან გაგვამწარეს,მაგრამ მათი პროგრესი აშკარაა.საკუთარი კადრების ბაზაზე გაკეთებული გუნდის,წერტილოვანი გაძლიერებით,საბურთალოს ძალიან სწრაფად შეუძლია კიდევ უფრო მომატება.სამწუხაროა,რომ ასე მოიჭრეს თავი,თორემ თუ ჯგუფში გააღწევდნენ,მიღებული შემოსავალი,ორი სამი პოზიციის საგრძნობლად გაძლიერების საშუალებას მისცემდა საბურთალოს და საკულაოდ უფრო მეტი ამბიციებიც ექნებოდათ.ახლა კი ისევ შიდა რესურსების ხარჯზე მოუწევთ ფონს გასვლა.არის იმის საფრთხეც,რომ ასეთი შოკისმომგვრელი დამარცხების შემდეგ,საბურთალოს შემადგენლობა დაიშალოს და კრიზისში ჩავარდეს.ეს,ნამდვილად არ მინდა მოხდეს,მაგრამ საფრთხე დიდია.ვფიქრობ,ხელმძღვანელობამ ეს არ უნდა დაუშვას და გუნდში კვალიფიციური ფსიქოლოგი მიიყვანოს,თანაც დაუყოვნებლივ.ვერავინ დამაჯერებს,რომ თამაში გაყიდული იყო,სხვა მიზეზები კი,ფსიქოლოგმა უბდა იპოვოს ,გამოასწოროს და მომავალში აღარ დაუშვას.
სოსო
16 აგვისტო 2019 15:09
3
ხოხ უკრაინელმა ძმამ გვიღალატა????
დათო
16 აგვისტო 2019 15:04
1
ვ როტერ დამ, ჩერეზ პოპენ გაგენ !!!
იააპ სტამი
16 აგვისტო 2019 15:03
2
პროგრესი არის ყველაფერი სწორი ილაპარაკა და შემდეგ წელს მეიმედება ეს გუნდი მუთუმეტეს ლიგაზე თუ მოხვდა განთესილი უნდა იყოს წესით და 1 ეტაპზე სუსტი გუნდი შეხვდება 2 ეტაპიდან კიდევ ვხედავთ გავარდნის შემთხვევაში როგორი ადვილია ევროპა ლიგაზე მოხვედრა მოკლედ დინამოს იმედი მაქვს!
ka
16 აგვისტო 2019 15:00
8
ჯერ ჩემპიონები გახდით (რაც საეჭვოა) და მერე ილაპარაკეთ ლიგის ჯგუფში მოხვედრაზე!!!
გიორგი
17 აგვისტო 2019 12:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული