რომან ფიფია: როტერდამში მსაჯმა გადაწყვიტა ყველაფერი - მომავალ წელს დაგანახებთ, როგორი გუნდი გვეყოლება!

AutoSharing Option
"ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე ეტაპის განმეორებითი მატჩის (1:1) შემდეგ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ფაქტობრივად, პირველი შეხვედრის დროს მსაჯმა გადაწყვიტა წყვილში გამარჯვებულის ვინაობა. კიდევ უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ დღეს "დინამოს" სტადიონი ცარიელი გახლდათ. ხალხმა ვერ ნახა ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა.

ერთი უბედურება მეორეს დაემატა, 4 ფეხბურთელი ავად არის და თამაში არ შეეძლოთ. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში მე ბიჭებს მადლობა გადავუხადე ვაჟკაცური თამაშის გამო, ხომ დაინახეთ, 3 გოლის გატანა შეგვეძლო.

რაღაცები კიდევ უნდა ვისწავლოთ, თავი მოვთოკოთ,
არასაჭირო დროს ყვითელი ბარათები არ მივიღოთ და თუ დეტალებს გავითვალისწინებთ, მოვიგებთ კიდეც. თუმცა, როგორც ხედავთ, ფეხბურთის თამაში უკვე ვისწავლეთ და მომავალ წელს უკვე უფრო წინ უნდა წავიწიოთ.

კენჭისყრაზე ვერაფერს ვიტყვი, ყველამ ნახეთ, როგორი თამაში იყო როტერდამში. იმ მიმდინარეობით, რაც შეხვედრის მე-80 წუთამდე იყო, ალბათ 0:1 წავაგებდით; შეიძლებოდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა კიდეც, თუმცა მაქსიმუმ 0:2 წაგვეგო. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, მსაჯს ყველაფერი რომ არ გაეფუჭებინა.

მთავარია, ყველა ისე მოიქცეს, როგორც ჩვენს გუნდს შეეფერება. ჩვენ კარგი კლუბი გვყავს, წლის ბოლოს კიდევ უფრო გავძლიერდებით და მომავალ წელს დაგანახებთ, თუ როგორი გუნდი გვეყოლება!

პირობას ვაძლევ გულშემატკივრებს, რომ ბირთვსაც შევინარჩუნებთ და გავძლიერდებით კიდეც იმ პოზიციებზე, რომლებიც "გვტკივა". ეს უფრო დაცვას ეხება, თუმცა შეტევაში მომატებაზეც არ ვიტყვით უარს.

ლევან შენგელიას უნდა წასვლა, თუმცა არც დარჩენას გამორიცხავს. ამიტომ, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. შეთანხმებულები ვართ, რომ ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

მკითხველის კომენტარები / 53 /
აუუუუუ, შენ ყოველ წელიწადს ეგრე იქადნები რა!!! არ დაიღალე???!!!
buba
16 აგვისტო 2019 02:46
5
საქართველოს ჩემპიონატში იქნება ვინმე კარგი ჯანღონით სავსე ახალგაზრდა.
ddgfdf
16 აგვისტო 2019 02:46
1
შუა ხაზი აუცილებლად, შუა ხაზი, ერთი ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტი თუ გამოიძებნა...ერთი ცენტრალური მცველი და ერთი მარჯვენა მცველი, ეს რუხაია კაპიტანი როგორაა სულ სუსტად თამაშობს.
ddgfdf
16 აგვისტო 2019 02:41
2
გადით მერე აეროპორტში და ფერადკანიანის მეტს ვის ნახავთ, დაუდეთ ათეულ ათასიანი კონტდაქტი, მიეცით მას 700 ლარი ხელფასი დანარჩენი ჩაიჯიბეთ და საქმეც გაკეთებული იქნება.D.D.D.
xx
16 აგვისტო 2019 12:47
0
ერთი მეკარე, და ერI სათადარიგო მოთამაშე კიდევ, არ გვაწყენს
kote
16 აგვისტო 2019 09:03
0
მიდი რა ფიფია ხო ხედავ სტაბილურობით უკვე გავედით რაღაც ხარისხზე! მოუმატებს გუნდი მწვრთნელიც კარგია და რამდენიმე კაი ჩისკოს ან კანკავას დონის ლეგიონერი წაამატე და ლიგის თუ არა ევროპის ლიგის ჯგუფს დადებ უეჭველი!
gia
16 აგვისტო 2019 02:27
14
მსგავსი პირობა შენ უკვე მოგვეცი, როცა დინამოში მობრძანდი. ჯობია მოშორდე დინამოს, ფულის დახარჯვა გუნდის გაძლიერებისათვის შენ არ გინდა. ლეგიონერებზე არ ვლაპარაკობ, ჩვენ ახალგაზრდებსაც ვერ ინარჩუნებ, რა გუნდის გაკეთებაზეა საუბარი? კიბო ხარ დინამოსთვის და შეგვაზიზღე ფეხბურთი.გაყიდე გუნდი და ფულსაც იშოვი. ზუგდიდის დინამო იყიდე ბატონო და აკადემიაც გახსენი სამეგრელოში, ჰოდა ყიდე მერე რამდენიც გინდა,საფეხბურთო ქარვასლის აშენებას ნამდვილად შეძლებ. აბა თქვენ იცით დაბლოკეთ, რომ არ აწყენინოთ ამ უნამუსოს.
emigranti
16 აგვისტო 2019 02:24
4
მოიცა კაცო! ჯერ ნახე რა გუნდი დააყენოს!:)))))))) შარშან დინამო რომ იყო, ეგეთი სამარცხვინო არასოდეს მინახავს. პირველივე საკვალიფიკაციოდან ისეთ გუნდთან გამოვარდა, იმ ქვეყანაშიც არ იცოდნენ მისი სახელი. მაშინაც ესეთი ლაპარაკი დაიწყო
: )))))))
16 აგვისტო 2019 08:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული