"საბურთალოსა" და "არარატ-არმენიას" შორის გამართული ევროპა ლიგის მესამე ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ ერევნისკენ წასულ "არარატ-არმენიას" ბაგრატაშენის (ყოფილი ლამბალო) საბაჟოზე პურმარილით დახვდნენ.
აღნიშნულის ვიდეო კლუბმა "ფეისბუქზე" გაავრცელა.
პურისა და მარილის გარდა, საბაჟოს პოლიციელები ფეხბურთელებსა და კლუბის წარმომადგენლებს შამპანურით გაუმასპინძლდნენ.
როგორც ვხედავთ, ჩვენი მეზობლები ძალიან გაახარა საქართველოს ჩემპიონთან მოპოვებულმა გამარჯვებამ.