
"თელავმა" ამხანაგურ მატჩში "არარატ-არმენია" 1:0 დაამარცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
" საფეხბურთო კლუბმა "თელავმა", ჩემპიონატისთვის სამზადისი 11 ივლისს განაახლა და დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.
ჩვენი გუნდი თბილისში, შეკრებაზე მყოფ სომხეთის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანს, "არარატ-არმენიას" დიღმის ოლიმპიურ ცენტრში გაეჯიბრა და იმედა აშორტიას გოლით მეტოქე 1:0 დაამარცხა.
"თელავმა" სომხებთან ორივე ტაიმში შერეული შემადგენლობით ითამაშა და მთლიანობაში, ლეგიონერებით გაძეძგილ "არარატ-არმენიასთან" სპარინგი ნაყოფიერი გამოდგა".