ლევან შენგელია: ყველაფერი იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა eldesmarque წერს, რომ თბილისის "დინამოს" შემტევი ლევან შენგელია თურქულ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და შესაბამისად, მისი "კადისში" გადასვლის შანსებიც აღარ არსებობს.

გამოცემის მიხედვით, თურქული კლუბის შეთავაზება უფრო მისაღები აღმოჩნდა ქართველისთვის და სტატიის ავტორის მიხედვით, ეს შენგელიამ მათთან საუბარში აღნიშნა.

"საქმე იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა", - უთხრა შენგელიამ გამოცემას.

საქართველოს ჩემპიონატსა და განსაკუთრებით, ევროპა ლიგაზე კარგი თამაშის გამო ლევან შენგელიამ რამდენიმე კლუბის ინტერესი დაიმსახურა. პირველი შეთავაზება "კადისმა" გააკეთა, შემდეგ იყო "ტენერიფე", თუმცა, როგორც
ჩანს, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ თურქეთში წავა.


მკითხველის კომენტარები / 27 /
უკეთესი ხელფასი უკეთესი ლიგა ესპანეთიდან გაქაჩული ჯერ არავინ გვინახავს ვერავინ აიწყო კარიერა ესპანეთში და თურქეთში გაქაჩავს და ნებისმიერ ლიგაში ნებისმიერ კლუბში ექნება გადასვლის შანსი
night
19:03 20-08-2019
0
ვაბშე ვისი რა საქმეა სად წავა? საქართველოში დარჩეს და ვიტ ჯორჯია და ლოკომოტივს ეთამაშოს მთელი ცხოვრება? თურქეთი ძალიან ძლიერი ლიგაა, გალათასარაი, ბეშიქტაში, ფენერბახჩე, ტრაბზონსპორი, ძალიან ძლიერი ლეგიონერები ჩაყავთ და ესპანეთის მეორე ლიგაში თამაშს, იმ იმედით რომ პრიმერაში გადავა კადისი (ეჭვი მეპარება ძალიან მაგაში) ჯობია თურქეთი რა თქმა უნდა, ატმოსფერო საფეხბურთო, ძალიან მაგარი ქომაგები. გატენილ სტადიონზე ითამაშებს, ფეხბურთელად იგრძნობს თავს და არ მოუწევს ცარიელ სტადიონზე გორში და ქუთაისში სირბილი წინ და უკან. რა არის გასაკვირი და გადასარევი ამ ამბავში?
ნიკა
10:02 20-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული